გლენსტოუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გლენსტოუნი
39°03′42″ ჩ. გ. 77°15′11″ დ. გ. / 39.06167° ჩ. გ. 77.25306° დ. გ. / 39.06167; -77.25306
ქვეყანა აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები
მდებარეობა მონტგომერის ოლქი[1] [2]
ოფიციალური საიტი https://www.glenstone.org/[3] [4]
Map

გლენსტოუნი - თანამედროვე ხელოვნების კერძო მუზეუმი პოტომაკში, მერილენდში. მდებარეობს ვაშინგტონის საქმიანი ცენტრიდან 24 კმ-ის დაშორებით. მუზეუმის კოლექციაში მეორე მსოფლიო ომის შემდგომ შექმნილი 1 300-მდე ნამუშევარია დაცული. გლენსტოუნი ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით თანამედროვე ხელოვნების უდიდესი კერძო მუზეუმია.

მუზეუმი დაარსდა და განვითარდა ამერიკელი მილიარდერი ბიზნესმენი, მიტჩელ რეილესის დაფინანსებით. მუზეუმის კურატორი ემილი ვეი რეილესია. გლენსტოუნის კოლექციაში შესვლამდე, ხელოვნების ნიმუშები სულ ცოტა 15 წლის მანძილზე უნდა იყოს გამოფენილი. მუზეუმი 2006 წელს გაიხსნა ჩარლზ გეითმეის მიერ დაპროექტებულ შენობაში და რამდენჯერმე გაფართოვდა 2013-2018 წლებში. 2018 წლის 4 ოქტომბერს მუზეუმი საჯაროდ გაიხსნა გარე სივრცეში დადგმული ქანდაკებებით, ლანდშაფტებითა და ახალი სამუზეუმო კომპლექსით, რომელიც თომას პაიფერის დიზაინით შეიქმნა და პავილიონებს ეძახიან. 2019 წელს გლენსტოუნს გარემოსდაცვითი ცენტრი დაემატა, რომელშიც გადამუშვების, დაკომპოსტებისა და ტყის აღდგენის გამოფენებია მოწყობილი.

გლენსტოუნს სხვა კერძო მუზეუმებს ადარებენ, როგორებიცაა ფრიკის კოლექცია და ფილიპსის კოლექცია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიტჩელ და ემილი ვეი რეილესები

1986 წელს ამერიკელმა მილიარდერმა ბიზნესმენმა, მიტჩელ რეილესმა პოტომაკში, მერილენდში სახლსი ასაშენებლად საკუთრება შეიძინა. 1990 წლიდან რეილესმა სახლისთვის ხელოვნების ნიმუშების შეგროვება დაიწყო.[5] რუსეთში ვერტმფრენით მოგზაურობისას მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რეილესმა ფილანტროპიული პროექტი წამოიწყო, რასაც თანამედროვე ხელოვნების კერძო მუზეუმის დაარსება მოჰყვა.[6] გლენსტოუნი მელიებზე მონადირეთა კლუბის ტერიტორიაზე აშენდა და სახელი გლენ-როუდისა და ქვის კარიერების სიახლოვეს მდებარეობის გამო ეწოდა. მუზეუმი ვაშინგტონის საქმიანი ცენტრიდან 24 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. მოდერნისტულ სტილში კირქვისგან აგებული 2 800 კვ. მეტრის გალერეა 2006 წელს გაიხსნა და დამთვალიერებლებისთვის კვირაში ორი დღე იყო ღია. პირველ შვიდ წელიწადში მუზეუმი მხოლოდ 10 000-მა დამთვალიერებელმა მოინახულა.[7]

გახსნის შემდეგ მუზეუმს მცირე რესტავრაცია რამდენჯერმე ჩაუტარდა. მუზეუმის გენერალური გაფართობა 2013 წელს დაიწყო და 2018 წელს დასრულდა. მუზეუმი 2018 წლის 4 ოქტომბერს საჯაროდ გაიხსნა. მუზეუმის გაფართოება 219 000 000$ დაჯდა, რის შედეგადაც მუზეუმის ზომა მნიშვნელოვნად გაფართოვდა და ლანდშაფტიც შეიცვალა.[8][9] გაფართოების შემდეგ გლენსტოუნი აშშ-ის მასშტაბით თანამედროვე ხელოვნების უდიდესი კერძო მუზეუმი გახდა. 2019 წელს მუზეუმის გაფართოებას ჟურნალმა Appllo-მ „წლის გახსნა“ უწოდა.[10]

გაფართოების შემდეგ გლენსტოუნის მოსანახულებლად ონლაინ უფასო ბილეთების აღება იყო საჭირო. გახსნიდან ერთი წლის განმავლობაში მუზეუმი 100 000-მა დამთვალიერებლმა ინახულა.[11]

2018 წლის შემდეგ გლენსტოუნმა მიმდებარე საკუთრებების შეძენა გააგრძელა, მათ შორის, საცხოვრებელი სახლების. 2019 წელს კურატორმა ემილი ვეი რეილესმა სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მუზეუმის მნიშვნელოვანი გაფართოება არ იგეგმება და სამომავლო გაფართოება მხოლოდ „ერთი-ორი პატარა ნაგებობებით იქნება განსაზღვრული, რათა ხელოვნების ნიმუშები გამოიფინოს, შეიძლება ნაგებობები ტყეში ან მიმდებარე ტერიტორიაზეც დაემატოს“. რეილესმა კამპუსში კონსერვაციის ლაბორატორიის პოტენციური გეგმის შესახებაც ისაუბრა.[12]

კოლექციები და გამოფენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასეირნო ბილიკი კამპუსის ტყიან სივრცეში

მუზეუმის კოლექციაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი 1 300-მდე ნამუშევარია დაცული. ნამუშევრებს შორისაა: ნახატები, ერთი ხელოვანი ინსტალაციები, ვიდეო ინსტალაციები, ხმოვანი ინსტალაციები და როგორც შიდა, ისე გარე ქანდაკებები, რომელთა აქტივების ღირებულებაც 1.4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.[9] კოლექციები იმ ხელოვანთა ნამუშევრებს მოიცავს, რომლებიც სულ ცოტა 15 წელია გამოფენილია.[13] როგორც ხელოვნების კერძო მუზეუმს, გლენსტოუნს ხშირად ადარებენ ფრიკის კოლექციასა და ფილიპსის კოლექციას.[14]

მუზეუმების დიდი გალერეების ნაწილი მხოლოდ ერთ ან ორ ნამუშევარს მოიცავს, მათთან საინფორმაციო დაფები არაა განთავსებული და ხალვათადაა მოწყობილი.[15] [16] ზოგიერთი გამოფენა მუდმივია, ნაწილი კი მოძრავია.[17] კოლექციების ნიმუშების ნაწილი იჯარის წესითაა გაცემული როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ინსტიტუტებში.[5]

გლენსტოუნში ყოველდღიურად მხოლოდ 450 დამთვალიერებელს შეუძლია შესვლა. რეილესის განმარტებით, დამთვალიერებლებზე დაწესებული შეზღუდვა იმისთვისაა, რომ „მათ უფრო მეტი სივრცე მიეცეთ და მეტი დრო გამოკვლევისა და სიამოვნებისთვის“.[18] რეილესის განმარტებით, დამთვალიერებელთა მაქსიმალური რაოდენობა სპეციალური ფორმულით გამოითვალეს.[19]

2018 წელს გახსნილ პავილიონებში ერთი ხელოვანის ინსტალაციების დებიუტი შედგა. პავილიონებში რობერტ გობერის, პიპილოტი რისტის, ჩარლზ რეის, ონ კავარას, მარტინ პურიეარის, მაიკლ ჰიზერის, ლიგია პეიპის, ბრაის მარდენის, ალექსანდრე კოლდერის, დევიდ ჰემონსისა და სხვათა ინსტალაციებია მოწყობილი.[20][21][22][23][24]

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გლენსტოუნის პირველი შენობა 2006 წელს გაიხსნა და ამერიკელი არქიტექტორის, ჩარლზ გეითმეის დაპროექტებული იყო. 2 800 კვ. მეტრის ფართობის კირქვისგან აგებული მოდერნისტული სტილის შენობა 40 ჰექტარის ტერიტორიაზე მდებარეობდა.[25] 2018 წელს თავადაპირველ გალერეას 4 600 კვ. მეტრის საგამოფენო სივრცე დაემატა, რომელთაც პავილიონებს ეძახიან და ამერიკელი არქიტექტორის, თომას პაიფერის მიერ იყო დაპროექტებული. მაიკლ და ემილი ვეი რეილესების თქმით, დიზაინზე სხვადასხვა შენობა-ნაგებობამ მოახდინა გავლენა, რომელთა შორისა: რიოან-ძი (კიოტო,იაპონია), მენილის კოლექცია (ჰისუტონ, ტეხასი), ბეიელერის ფონდის მუზეუმი (ბაზელი, შვეიცარია) და ლუიზიანის თანამედროვე ხელოვნების მუზუემი (დანია).[26][27]

2019 წელს გლენსტოუნის კამპუსში 670 კვ. მეტრის გარემოსდაცვითი ცენტრი გაიხსნა. შენობაში გადამუშავების, დაკომპოსებისა და ტყის აღდგენის შესახებ გამოფენებია მოწყობილი.[28]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Google Maps — 2005.
  2. 2.0 2.1 https://www.glenstone.org/the-new-glenstone-museum-opens-to-the-public-on-october-4-revealing-in-full-its-vision-of-art-architecture-and-landscape-joined-in-a-seamless-whole/
  3. Deutsche Nationalbibliothek Record #1034763962 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  4. Identifiants et RéférentielsABES, 2011.
  5. 5.0 5.1 (2016-08-19) Art Wealth Management : Managing Private Art Collections, Zorloni, Alessia. [Cham], Switzerland. ISBN 978-3319242415. OCLC 957318205. 
  6. Lipsky-Karasz, Elisa (2017-11-29). „The Most Influential Art Collectors You've Never Heard Of“. Wall Street Journal Magazine (ინგლისური). ISSN 0099-9660. ციტირების თარიღი: 2019-03-11.
  7. Vogel, Carol (2013-04-18). „Mitchell and Emily Rales Are Expanding Glenstone Museum“. The New York Times (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-23. ციტირების თარიღი: 2018-10-01.
  8. Mendelsohn, Meredith (2018-09-27). „Tour the New $200 Million Expansion of One of America's Most Important—and Unknown—Museums“. Architectural Digest (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-27. ციტირების თარიღი: 2018-10-01.
  9. 9.0 9.1 Capps, Kriston (2018-09-27). „The New Glenstone is a Contemporary Art Retreat in the Wilds of Montgomery County“. Washington City Paper (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-10-18.
  10. Museum Opening of the Year en-US (2019-11-15). ციტირების თარიღი: 2019-11-18
  11. Chen, Nancy. (2019-10-03) Glenstone Museum marks one year since expansion. ციტირების თარიღი: 2019-10-05
  12. Gregory, Scott; Martin, Jeff. (2019-02-15) Glenstone: A Labor of Love en. Public Radio Tulsa. ციტირების თარიღი: 2019-02-19
  13. Smee, Sebastian. (2018-10-03) The 10 pieces you must see at Glenstone en. ციტირების თარიღი: 2018-10-19
  14. Smee, Sebastian. (2019-05-29) Is Glenstone a great art museum or a billionaire couple's folly?. ციტირების თარიღი: 2019-06-11
  15. Kennicott, Philip. (2018-09-21) The country's newest must-see museum is meticulous and quietly spectacular en. ციტირების თარიღი: 2018-10-18
  16. Reed, Dan. (2018-10-03) Why Potomac's Expanded Glenstone Is Worth the Trip en-US. ციტირების თარიღი: 2019-01-05
  17. Allen, Brian T.. (2019-01-19) Glorious Glenstone: An Immersive Experience of Art in 230 Acres of Natural Beauty en-US. ციტირების თარიღი: 2019-01-21
  18. Kugel, Sara. (2019-01-20) Glenstone, a Maryland museum that blends modern art, nature and contemplation en. ციტირების თარიღი: 2019-01-21
  19. Rales, Emily. (2020-05-26) At Glenstone, We Were Limiting Our Visitors Before the Virus. Here's Why More Space Improves Our Relationship to Art en-US. ციტირების თარიღი: 2020-05-31
  20. Pogrebin, Robert (2018-09-21). „Glenstone, a Private Art Xanadu, Invests $200 Million in a Public Vision“. The New York Times (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-02. ციტირების თარიღი: 2018-10-01.
  21. Smee, Sebastian; Higgins, Adrian. Glenstone: See inside (and outside) D.C.'s newest museum experience en. ციტირების თარიღი: 2018-10-01
  22. Glenstone - The Pavilions en-US. ციტირების თარიღი: 2018-10-15
  23. Lewis, Catherine P.. (2019-04-18) Things to Do in DC This Weekend: The National Cannabis Festival, a Crawfish Boil, and Celebrating the Marvin Gaye Stamp en-US. ციტირების თარიღი: 2019-04-21
  24. Deng, Audrey. (2019-09-25) Professor Rirkrit Tiravanija in solo exhibit at Glenstone Museum en. ციტირების თარიღი: 2019-09-27
  25. Hilburg, Jonathan. (2018-09-24) AN tours the Glenstone Museum's new Pavilions en-US. ციტირების თარიღი: 2018-10-17
  26. Catherine, Trifiletti. (2019-02-28) Slow Down with Slow Art. ციტირების თარიღი: 2019-03-11
  27. Halperin, Julia. (2018-09-25) After a $200 Million Upgrade, Glenstone May Fulfill the Fantasy of the Perfect Private Museum. It's Also Unsettling. en-US. ციტირების თარიღი: 2020-05-31
  28. Wright, Charlie. (2019-06-10) Glenstone Museum in Potomac Opens Environmental Center en-US. ციტირების თარიღი: 2019-06-11