გიუნთერ შტაინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიუნთერ შტაინი
დაბადების თარიღი 8 აპრილი, 1922(1922-04-08)[1]
დაბადების ადგილი დესაუ[1]
გარდაცვალების თარიღი 19 დეკემბერი, 1982(1982-12-19)[1] (60 წლის)
გარდაცვალების ადგილი ორანიენბურგი[1]
საქმიანობა მთარგმნელი და მწერალი
მოქალაქეობა  გდრ
ჯილდოები გდრ-ის ეროვნული პრემია

გიუნთერ შტაინი (გერმ. Günter Stein; დ. 8 აპრილი, 1922, დესაუ, — გ. 19 დეკემბერი, 1982, ორანიენბურგი) — გერმანელი მწერალი და თარჯიმანი.

დაიბადა ქალაქ დესაუში (გდრ) 1922 წლის 8 აპრილს. აღნიშვნას იმსახურებს მისი ქართული მოღვაწეობა: ჰენიქსდორფში დააარსა შოთა რუსთაველის სახელობის მუშა-მწერალთა წრე. თარგმნა ნოდარ დუმბაძის „მე ვხედავ მზეს“, კითხულობს ლექციებს საქართველოს შესახებ, 1981 წელს გამოაქვეყნა ვრცელი წიგნი „მე ვიცი საქართველო... რა გადამხდა თავს რუსთაველის ქვეყანაში“, რაშიც გერმანელ მკითხველს აცნობს საქართველოს ისტორიას, კულტურას, ლიტერატურას, მოგვითხრობს ქართველ მწერლებთან სეხვედრის შესახებ. წიგნში გამოყენებულია გალაქტიონ ტაბიძის, ანა კალანდაძის ლექსები, წიგნშია საქართველოს ისტორიული თარიღები და რუკები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Deutsche Nationalbibliothek Record #137579802 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.