გიორგი ღონღაძე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ღონღაძე.
გიორგი ღონღაძე

გიორგი ღონღაძე (უკრ. Георгій Русланович Ґонґадзе, Heorhiy Ruslanovych Gongadze; დ. 21 მაისი, 1969 — გ. 17 სექტემბერი, 2000[1]), წარმოშობით ქართველი, უკრაინელი ჟურნალისტი; გატაცებული და მოკლული იქნა 2000 წელს. ღონღაძის სიკვდილთან დაკავშირებული გამოძიება გადაიზარდა ხმაურიან სკანდალში და პროტესტებში მაშინდელი უკრაინის პრეზიდენტის, ლეონიდ კუჩმას წინააღმდეგ. ღონღაძის მკვლელების ძებნა დღემდე მიმდინარეობს, თუმცა მის სიკვდილთან დაკავშირებული ორი ადამიანი დაპატიმრდა 2005 წლის მარტში, ხოლო მესამე 2009 წლის ივლისში. მისმა ქვრივმა, მიროსლავა ღონღაძემ და მათმა შვილებმა მიიღეს პოლიტიკური თავშესაფარი ამერიკის შეერთებულ შტატებში და ცხოვრობდნენ ამერიკაში 2001 წლამდე. ევროპის საბჭომ მიიღო რეზოლუცია №1645, რომელშიც მოუწოდა უკრაინის პროკურატურას გამოეყენებინა ყველა შესაძლებლობა გიორგი ღონღაძის მკვლელებისა და მკვლელობის ორგანიზატორების საპოვნელად.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. როგორც დაადგინა გამოძიებამ და დაამტკიცა სასამართლომ. იხ. Gongadze Case (2000-2008): A Legal Review by Dr iur Vyacheslav "Slavik" Bihun, LL.M. - http://www.bihun.info/jushits/jurhit/article/242/