გიორგი ტურაშვილი (სამხედრო პირი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი ტურაშვილი (სამხედრო პირი)
დაბადების თარიღი 25 ივნისი, 1901
გარდაცვალების თარიღი 25 მაისი, 1977
გარდაცვალების ადგილი კრაკოვი
ჯარის სახეობა Armia Krajowa
წოდება ლეიტენანტი და მაიორი
ბრძოლები/ომები მეორე მსოფლიო ომი და რუსეთ-საქართველოს ომი
ჯილდოები Silver Cross of the Virtuti Militari, Cross of Valour, Gold Cross of Merit with Swords და პოლონეთის აღორძინების ორდენის კავალერი

გიორგი (იეჟი) ტურაშვილი (დ. 27 ივნისი, 1901 — გ. 25 მაისი, 1977, კრაკოვი ) — საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის იუნკერი, პოლონეთის არმიის არტილერიის საკონტრაქტო ოფიცერი, პოდპოლკოვნიკი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1921 წლის თებერვალში იცავდა თბილისის მისადგომებს, იბრძოდა ტაბახმელასთან. ემიგრაციაში წავიდა თურქეთში, ხოლო 1922 წელს პოლონეთში გადავიდა.

1924 წელს დაასრულა არტილერიის ოფიცერთა სკოლა და საველე არტილერიის მე-6 პოლკში ჩაირიცხა (ქ. კრაკოვში).

1939 წელს იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში გერმანელების წინააღმდეგ მდინარე ბზურასთან, კუტნოსთან, ლენჩიცასთან. სექტემბრის კამპანიისას მეთაურობდა მე-8 ბატალიონის 25-ე მსუბუქი არტილერიის პოლკს. იყო 106-ე "არმია კრაიოვას" ქვეითი დივიზიის მეთაური. გმირობისთვის მიღებული აქვს "ვირტუტი მილიტარის" უმაღლესი ჯილდო. დაჯილდოებულია "ოქროს ჯვრით".

გიორგი ტურაშვილი ომის შემდეგ, კრაკოვში დასახლდა. 1955 წლიდან იყო პოლონეთის ცხენოსანთა კავშირის მსაჯი. 1957 წლიდან გახდა კრაკოვის საცხენოსნო კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ატარებდა ჯირითის შემსწავლელ გაკვეთილებს.

გარდაიცვალა 1977 წლის 25 მაისს, დაკრძალულია კრაკოვის რაკოვიცკის სასაფლაოზე.

2018 წლის მაისში კრაკოვში მდებარე ერთ-ერთი სკვერი იეჟი (გიორგი) ტურაშვილის სახელობის გახდა.

გიორგი (იეჟი) ტურაშვილის საფლავი
გიორგი (იეჟი) ტურაშვილის სახელობის სკვერი კრაკოვში

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პორუჩიკი გიორგი ტურაშვილი // ქართველები მსოფლიო ისტორიაში : [12 ტომად]. ტომი 6. - თბ., 2012. - გვ. 94-95.
  • ყოლბაია დ., რეჩპოსპოლიტას ფრთებქვეშ : ქართული ემიგრაცია პოლონეთში 1921-1939. - ვარშავა : ეროვნული მეხსიერების ინ-ტი, 2019. - გვ. 227.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]