გივი კოხრეიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გივი კოხრეიძე
დაბადების თარიღი 25 ივნისი, 1945 (1945-06-25) (78 წლის)
დიდი ჯიხაიში, სამტრედიის რაიონი, სამეგრელო-ზემო სვანეთი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი
საქმიანობა მეცნიერი, ინჟინერი
წოდება ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი (2005)
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორ-ემერიტუსი (2017)

გივი კოხრეიძე (დ. 25 ივნისი, 1945, დიდი ჯიხაიში, სამტრედიის რაიონი) — ქართველი მეცნიერი და ინჟინერი, საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის ნამდვილი წევრი (1994 წლიდან დღემდე), ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი (2005), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორ-ემერიტუსი (2017),

1969 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით.

1963 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა ბათუმის ნავთობგადასატვირთი ბაზის ელექტრომომარაგების განყოფილების ელექტრომონტიორად; 1969-1979 წლებში იყო ზოგადი და თეორიული ელექტროტექნიკის კათედრის ასისტენტი და ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტური საბჭოს თვმჯდომარე; 1976 წელს დაიცვა დისერტაცია ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად; 1979 წელს არჩეული იქნა დოცენტად; 1979-1998 წლებში - ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სასწავლო დარგში, ენერგეტიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში; 1997 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტროენერგეტიკის სამეცნიერო-საინჟინრო ცენტრის დირექტორის მოადგილე; 1998-2005 წლებში - შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ რემონტების სამსახურის უფროსი, ელექტროენერგიის დანაკარგების სამსახურის უფროსი, სადისპეჩერო კარგვების მენეჯმენტის ხელმძღვანელი; შეთავსებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოცენტი; 2005-2009 წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და ვახტანგ გორგასლის სახელობის უნივერსიტეტების ასოცირებული პროფესორი; 2013-2017 წლებში - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისსა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სრული პროფესორი; 2015 წლიდან - სს „საქართველოს რკინიგზის“ ელექტრომომარაგების დეპარტამენტის ტექნიკური განვითარების ცენტრის უფროსის მოადგილე.

ხელმძღვანელობს დოქტორანტების და მაგისტრანტების სამეცნიერო სამუშაოებს; არის 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 100-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის, გამოგონების, მონოგრაფიის, სახელმძღვანელოს, მეთოდური მითითებების ავტორი; 80-მდე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის, სიმპოზიუმისა და ფორუმის მონაწილე; 2000 წელს მონაწილეობა მიიღო აშშ-ში ენერგეტიკის მსოფლიო ფორუმზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ენერგეტიკოსები, ენციკლოპედია, თბ., 2016, გვ. 180

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]