ვალენტინ გიგინეიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გიგინეიშვილი, ვალენტინ)
ტერმინს „გიგინეიშვილი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ გიგინეიშვილი.
ვალენტინ გიგინეიშვილი
დაბ. თარიღი 20 დეკემბერი, 1887 (1 იანვარი, 1888)
დაბ. ადგილი ჯურუყვეთი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 10 აგვისტო, 1979(1979-08-10) (91 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
საქმიანობა გეოფიზიკოსი
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვალენტინ მირიანის ძე გიგინეიშვილი (დ. 1 იანვარი, 1888 [ძვ. სტ. 20 დეკემბერი 1887] ჯურუყვეთი, ახლანდელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი ― გ. 10 აგვისტო, 1979, თბილისი) — ქართველი გეოფიზიკოსი. გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი (1960), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1966). ქართული სინოპტიკური სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი.

1911 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკური ფაკულტეტი. 1912-1930 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1929 წლიდან მუშაობდა საქართველოს გეოფიზიკის ობსერვატორიაში, რეორგანიზაციის შემდეგ (1953-იდან) იყო ამიერკავკასიის რეგიონალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (ახლანდელი ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი) სინოპტიკური განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ამინდის ბიუროს კონსულტანტი. ძირითადი შრომები აქვს სინოპტიკური მეტეოროლოგიისა, აგრეთვე სეისმოლოგიის დარგში.

დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]