გეოსფეროები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დედამიწის სტრუქტურა

გეოსფეროები (ბერძნ. ge – მიწა და spháira – სფერო) — სხვადასხვა სიმკვრივისა და შედგენილობის კონცენტრული (დაახლოებით სფერული) გარსები, რომელთაგანაც შედგება დედამიწის სფერო.[1] პერიფერიიდან დედამიწის ცენტრისაკენ განლაგებულია: დედამიწის ატმოსფერო, ჰიდროსფერო, დედამიწის ქერქი, დედამიწის მანტია და ბირთვი. არეს, სადაც გავრცელებულია ორგანიზმები (ატმოსფეროს ქვედა ნაწილი, მთელი ჰიდროსფერო და დედამიწის ქერქის ზედა ნაწილი), ბიოსფეროს უწოდებენ.[2] ცენტრალური ადგილი უკავია დედამიწის სფერულ ბირთვს, რომლის რადიუსია დაახლოებით 3470 კმ. იგი იმყოფება 2900 კმ სიღრმეზე. უფრო მაღლა განლაგებულია დედამიწის მანტია, რომელიც 5-75 კმ სიღრმეზე დედამიწის ქერქს გამოეყოფა მოხოროვიჩიჩის ზედაპირით.[3] მანტიის ზედა ნაწილთან ერთად დედამიწის ქერქი ერთიანდება დედამიწის მყარ გარსში — ლითოსფეროში. გარეგანია პლანეტის წყლის გარსი — ჰიდროსფერო და აიროვანი გარსი ატმოსფერო.[3] პირველი წყვეტილად არის განლაგებული ატმოსფეროსა და დედამიწის ქერქს შორის; ხოლო მეორე ჰაერის გარსია და დედამიწას აკრავს ირგვლივ, ამასთანავე მასთან ერთად ბრუნავს. ორივე გარსი რთული აგებულებისაა, და იყოფიან თავის მხრივ, შემადგენელ ნაწილებად. მაგალითად, დედამიწის ქერქში არსებული მრავალწლოვანმზრალი ქანების ფენას — კრიოსფერო ეწოდება, ხოლო ხმელეთის ზედა თხელ და ნოყიერ ფენას — პედოსფერო.[3]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]