გელგელუკის მღვიმე
გელგელუკის ჭა | |
---|---|
კოორდინატები: 43°12′06″ ჩ. გ. 40°20′44″ ა. გ. / 43.201806° ჩ. გ. 40.345639° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა გაგრის მუნიციპალიტეტი |
ტიპი | კარსტული |
ამგებელი ქანები | ცარცულ-პალეოგენური |
გელგელუკის მღვიმე, გელგელუკის ჭა — კარსტული წარმონაქმნი აფხაზეთში, არაბიკის მასივზე, მდინარე სანდრიფშის აუზში (გელგელუკის ხეობა), ზღვის დონიდან 2200 მ სიმაღლეზე.
გამომუშავებულია ქვედაცარცულ მასიურ კირქვებში. წარმოადგენს ვერტიკალური ჭებისა და მათი შემაერთებელი ძლიერ დახრილი ვიწრო და მაღალი დერეფნების სისტემას; სხვადასხვა დონეზე გამოეყოფა განშტოებები. მიწისქვეშ გაედინება ძლიერ მერყევი რეჟიმის მქონე ნაკადული. გამოკვლეული ნაწილის სიღრმეა 162 მ, ჯამური სიღრმე — 560 მ, მოცულობა — 84000 მ³. ვარაუდობენ, რომ გელგელუკის ჭა მის მახლობლად მდებარე ილიუხინის სახელობის კარსტული მღვიმური სისტემის შემადგენელი ნაწილია.
მღვიმეში ბინადრობს მრავალფეხიანები: მატლი - Diptera, ხოჭოებიდან Trechini და სხვ. ადვილი შესაღწევია.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ყიფიანი შ., ტინტილოზოვი ზ., ოქროჯანაშვილი არს., ჯიშკარიანი ვ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 1966.
- ტატაშიძე (ტინტილოზოვი) ზ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. ?.