გევორგ კარაპეტიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გევორგ კარაპეტიანი
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
10 ივნისი, 1990 (1990-06-10) (33 წლის)
დაბადების
ადგილი
ერევანი, სომხეთი
სიმაღლე 170 სმ
სათამაშო
პოზიცია
ფორვარდი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2009 - 2011 არარატი
2012 - 2015 ბანანცი 70 (12)
2015 მიკა 12 (7)
2015 ალაშკერტი 0 (0)
2016 Orange County 11 (1)
ეროვნული ნაკრები
2011 - 2012 სომხეთის 21-წლამდელთა 6 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

გევორგ კარაპეტიანი (სომხ. Գևորգ Կարապետյան; დ. 10 ივნისი, 1990, ერევანი, სომხეთი) — სომეხი ფეხბურთელი. პოზიციით ფორვარდი. მისი უკანასკნელი გუნდი არის გაერთიანებული საფეხბურთო ლიგის გუნდი „Orange County Blues FC“.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალგაზრდული კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007-2008 წლებში კარაპეტიანი არარატი ერევანის რეზერვთან ერთად თამაშობდა სომხეთის პირველ ლიგაში. მან ლიგაში სულ 37 თამაში ითამაშა და 10 გოლი გაიტანა. აგრეთვე 3-ჯერ გამოჩნდა სომხეთის თასზე.[1]

პროფესიონალური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წელს კარაპეტიანი სათამაშოდ კლუბის პირველ გუნდში გადავიდა და აქვე თამაშობდა 2011 წლამდე. საბოლოოდ, მან კლუბში 22 თამაში ჩაატარა და 22 გოლი გაიტანა; მისი გუნდში ყოფნის პერიოდში არარატი ერევანი სომხეთის პირველ ლიგასა და სომხეთის საფეხბურთო პრემიერლიგაში ასპარეზობდა.[1] 2012 წელს იგი გადავიდა აგრეთვე პრემიერ ლიგის გუნდ ბანანცში. იგი კლუბში 2015 წლამდე რჩებოდა. ამ დროში კარაპეტიანმა 70 მატჩი ჩაატარა და ჯამში 28 გოლი გაიტანა. იგი რამდენჯერმე გუნდთან ერთად გამოჩნდა 2014-15 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე. მომდევნო სეზონი მან კლუბ მიკასთან ერთად ჩაატარა. მან 12 თამაშში მიიღო მონაწილეობ და 9 გოლი (2 თასზე) გაიტანა. მიკასთან მცირე პერიოდი ყოფნის შემდეგ, იგი ალაშკერტს შეუერთდა. მიუხედავად იმისა, რომ ალაშკერტის სახელით პრემიერ ლიგაში არასოდეს უთამაშია, მან მონაწილეობა მიიღო 2015-16 წლების ევროპა ლიგის რამდენიმე თამაშში.[2]

2016 წლის მარტში გამოცხადდა, რომ კარაპეტიანმა გაერთიანებული საფეხბურთო ლიგის კლუბ „Orange County“-სთან კონტრაქტი გააფორმა.

საერთაშორისო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011-2012 წლებში კარაპეტიანი ირიცხებოდა სომხეთის ეროვნულ 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებში. იგი ნაკრების მაისურით 2013 წლის ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობდა. მან სულ 6 თამაშში მიიღო მონაწილეობა.

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გევორგ კარაპეტიანს მოგებული აქვს შემდეგი ტურნირები: სომხეთის საფეხბურთო პირველი ლიგა (2010), სომხეთის საფეხბურთო პრემიერლიგა (2013-14), სომხეთის თასზე (მეორე ადგილი; 2014-15), სომხეთის სუპერთასი (2014).[2] 2010 წელს გევორგ კარაპეტიანი 2011 წლის უეფას რეგიონალურ ჩემპიონატზე პირველ რაუნდში იღებდა მონწილეობას. იგი მალატიას წარმოადგენდა. მან 3 თამაშში 2 გოლი გაიტანა.[3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 FFA profile. Football Federation of Armenia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 აპრილი 2016. ციტირების თარიღი: 4 April 2016.
  2. 2.0 2.1 Soccerway profile. Soccerway. ციტირების თარიღი: 4 April 2016.
  3. UEFA profile. UEFA. ციტირების თარიღი: 6 April 2016.