გარი მური
| გარი მური | ||
|---|---|---|
გარი მური 2009 წლის კონცერტზე
|
||
| ბიოგრაფია | ||
| ნამდვილი სახელი | რობერტ უილიამ გარი მური | |
| დაიბადა | 4 აპრ., 1952 ბელფასტი, ჩრდილოეთ ირლანდია |
|
| გარდაიცვალა | 6 თებერვალი, 2011 (58 წლის ასაკში) ესტეპონა, ესპანეთი |
|
| ჟანრ(ებ)ი | ბლუზ-როკი, მძიმე როკი, ჰევი მეტალი, ბლუზი, jazz fusion | |
| საქმიანობა | მუსიკოსი, კომპოზიტორი, პროდიუსერი | |
| ინსტრუმენტ(ებ)ი | გიტარა, ბას-გიტარა, ვოკალი | |
| აქტიური | 1969–დღემდე | |
| ასოციაციები | Skid Row, Thin Lizzy, Colosseum II, Phil Lynott, Cozy Powell, Greg Lake, Paul Rodgers, BBM | |
| საიტი | ოფიციალური ვებსაიტი | |
| აღსანიშნავი ინსტრუმენტები | ||
| Gary Moore Signature Les Paul | ||
გარი მური (ნამდვილი სახელი - რობერტ უილიამ გარი მური, დ. 4 აპრილი, 1952 – გ. 6 თებერვალი, 2011[1]) იყო ჩრდილოეთ ირლანდიელი გიტარისტი და მომღერალი.
მისი კარიერა დაიწყო 1960 წელს, ჯგუფით Thin Lizzy და გაგრძელდა შემდეგ წლებში, სხვადასხვა მუსიკოსთან თანამშრომლობით. ესენი იყვნენ: ბი ბი კინგი, Colosseum II, გრეგ ლეიკი და Skid Row (ფოლკ როკ ჯგუფი).
გარდა ამისა, მურს ჰქონდა წარმატებული სოლო კარიერა. წლების განმავლობაში, იგი ჩნდებოდა მოწვეული სტუმრის სახით ჯგუფთან Traveling Wilburys. მას შესრულებული აქვს გიტარის სოლო ამ ჯგუფის კომპოზიციაში "She's My Baby", ალბომიდან Traveling Wilburys Vol. 3..
2011 წლის 6 თებერვალს გარი მური გარდაიცვალა გულის შეტევით[2]. ამ დროს იგი იმყოფებოდა დასასვენებლად ესპანეთში[3][4]
სექციების სია |
ბიოგრაფია [რედაქტირება]
მური იზრდებოდა აღმოსავლეთ ბელფასტში. 8 წლის ასაკში მან დაიწყო გიტარაზე დაკვრის სწავლა, ხოლო 14 წლის ასაკში - პირველ ხარისხიან გიტარაზე დაკვრა, თანაც - მარჯვენა ხელით, მიუხედავად იმისა, რომ ცაცია იყო. ისევე როგორც ბევრ სხვაზე, მურის მუსიკაზეც გავლენა იქონია ელვის პრესლიმ და ბითლზმა. მოგვიანებით, გარიმ გაიცნო ჯგუფის John Mayall's Bluesbreakersს წევრები და ჯიმი ჰენდრიქსი, რომელთა მუსიკამ მასზე არანაკლებ დიდი გავლენა იქონია. გარი მურმა საკუთარ სტილში ბლუზ - როკის ელემენტების გამოყენებაც დაიწყო, რაც დღემდე დომინირებს მის კარიერაში.
Skid Row [რედაქტირება]
1969 წელს მური შეუერთდა ფოლკ როკ ჯგუფს Skid Row, ნოელ ბრაიდმანთან და ბრენდან შილსთან ერთად. ეს იყო ჯგუფი, რომელთანაც გარიმ მოიხვეჭა რეპუტაცია მუსიკალურ ინდუსტრიაში.
სოლო კარიერა [რედაქტირება]
მურმა 1973 წელს გამოუშვა თავისი პირველი სოლო ალბომი, Grinding Stone. 1978 წელს სოლო კარიერა გააგრძელა ფილ ლინოტთან ერთად. ამ თანამშრომლობისას მთავარ როლს თამაშობდნენ ლინოტის ვოკალი და მურის გიტარა. ხოლო მათი ერთობლივი სინგლი "Parisienne Walkways" მოხვდა ბრიტანული სინგლების ჩარტების მოწინავე პოზიციებზე.
1979 წელს მურმა მონაწილეობა მიიღო ჯგუფის Thin Lizzy-ის მეცხრე სტუდიური ალბომის „Black Rose“ ჩაწერაში, რომელიც გახდა როკ-ჩარტების ლიდერი.
დისკოგრაფია [რედაქტირება]
სტუდიური ალბომები წლების მიხედვით [რედაქტირება]
- Grinding Stone (1973)
- Back on the Streets (1979)
- G-Force (1980)
- Gary Moore (1982)
- Corridors of Power (1982)
- Victims of the Future (1983)
- Dirty Fingers (1984)
- Run for Cover (1985)
- Wild Frontier (1987)
- After the War (1989)
- Still Got the Blues (1990)
- After Hours (1992)
- Blues for Greeny (1995)
- Dark Days in Paradise (1997)
- A Different Beat (1999)
- Back to the Blues (2001)
- Power of the Blues (2004)
- Old New Ballads Blues (2006)
- Close As You Get (2007)
- Bad for You Baby (2008)
საკონცერტო ალბომები [რედაქტირება]
- Live at the Marquee (1981)
- We Want Moore! (1984)
- Rockin' Every Night - Live in Japan (1986)
- Blues Alive (1993)
- Live At Monsters Of Rock (2003)
- Live At Montreux DVD [The Definitive Montreux Collection] (2007)
ალბომთა კრებული [რედაქტირება]
- Ballads & Blues 1982-1994 (1994)
- Ballads & Blues 2 (1996)
- Out in the Fields: the Very Best of (1998)
- Blood of Emeralds: the Very Best of (1999)
- The Best of the Blues (2002)
- Have Some Moore – The Best of (2002)
- Parisienne Walkways: The Blues Collection (2003)
- Back on the Streets: The Rock Collection (2003)
- The Essential Gary Moore (2003)
- Blue Collection/Rock Collection (2004)
- The Platinum Collection (2006)
რჩეული სინგლები (ბრიტანული ჩარტების 40 რჩეული ჰიტი) [რედაქტირება]
- "Parisienne Walkways" – 1979 – # 8
- "Out in the Fields" – 1985 – # 5 α
- "Empty Rooms" – 1985 re-issue – # 23
- "Over the Hills and Far Away" – 1986 – # 20
- "Wild Frontier" – 1987 – # 35
- "Friday on My Mind" – 1987 – # 26 β
- "After the War" – 1989 – # 37
- "Still Got the Blues (For You)" – 1990 – # 31
- "Cold Day in Hell" – 1992 – # 24
- "Story of the Blues" – 1992 – # 40
- "Parisienne Walkways" – 1993, ახალი ჩანაწერი– # 32
α გარი მური და ფილ ლინოტი β ჯგუფის The Easybeats სიმღერის ქავერ-ვერსია, 1966, # 6 ადგილი ბრიტანეთში.
Thin Lizzy [რედაქტირება]
გარი მური რამდენიმე ხნის განმავლობაში უკრავდა ჯგუფში Thin Lizzy და მუშაობდა ფილ ლინოტთან ერთად, რომელიც შემდგომში დაეხმარა მურის სოლო კარიერის განვითარებაში.
ალბომები ჯგუფში Thin Lizzy [რედაქტირება]
- Night Life (1974) (note that he only appears on the song "Still in Love with You")
- Remembering – Part 1 (1976) (კრებული)
- Black Rose: A Rock Legend (1979)
- The Continuing Saga of the Ageing Orphans (1979) (კრებული)
- The Adventures of Thin Lizzy (1981) (კრებული)
- Life (1983)
- Dedication: The Very Best of Thin Lizzy (1991) (კრებული)
- Thin Lizzy Greatest Hits (2004) (კრებული)
Colosseum II [რედაქტირება]
Colosseum II არის ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა ბრიტანული პროგრესული ჯაზ-როკ ჯგუფის Colosseum ლიდერისა და დრამერის ჯონ ჰაისმენის მიერ, სადაც ასევე შედიოდნენ დონ ეირი, ჯონ მოული, და გარი მური.
ალბომები ჯგუფში Colosseum II [რედაქტირება]
- Strange New Flesh (1976)
- Electric Savage (1977)
- War Dance (1977)
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ R.I.P. Gary Moore (Thin Lizzy) (1952 – 2011)
- ↑ Thin Lizzy star Gary Moore died of natural causes. Retrieved 7 Feb 2011.
- ↑ “Rock guitarist Gary Moore dies“, BBC, 6 February 2011.
- ↑ Former Thin Lizzy guitarist Moore dies. IrishTimes.com (6 February 2011). წაკითხვის თარიღი: 6 February 2011.