გალაქსიისებრნი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გალაქიისებრნი
Galaxias olidus
Galaxias olidus
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: გალაქსიისნაირნი
ოჯახი: გალაქსიისებრნი
ლათინური სახელი
Galaxiidae

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


გალაქსიისებრნი (ლათ. Galaxiidae) — თევზების ოჯახი გალაქსიისნაირთა რიგისა. ახლო დგანან ორაგულისებრებთან. სხეულის სიგრძე 30 (იშვიათად 58) სმ-მდეა. ცნობილია რამდენიმე ათეული სახეობა. გავრცელებულია ახალი ზელანდიის, ტასმანიის, სამხრეთ ავსტრალიის, სამხრეთ აფრიკის, ფოლკლენდის კუნძულებისა და სამხრეთ ამერიკის სანაპირო და მტკნარ წყლებში. ზოგი სახეობა მაგ., ახალზელანდიური გალაქსია (Galaxias attenuatus), ტოფობისათვის მდინარეებიდან ზღვაში შედის და სანაპირო მცენარეებზე ყრის ქვითირს. გალაქსიისებრნი უმთავრესად უხერხემლო ცხოველებით იკვებებიან. ზოგ სახეობას ადგილობრივი სარეწაო მნიშვნელობა აქვს.

ლიტერატურა[რედაქტირება]