ორაგულისებრნი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ორაგულისებრნი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: ქაშაყისნაირნი
ოჯახი: ორაგულისებრნი
ლათინური სახელი
Salmonidae

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


ორაგულისებრნი (Salmonidae) — თევზების ოჯახი ქაშაყისნაირთა რიგისა. ჩრდილოეთ ნახევარსფეროს გამსვლელი ან მტკნარი წყლის თევზებია. მრავლდებიან მტკნარ წყალში. მრავალი სახეობა აკლიმატიზებულია სამხრეთ ნახევარსფეროს წყლებში. ოჯახში 9 გვარია: ორაგული (კეთილშობილი ორაგული), წყნაროკეანური ორაგული, გოჭალა, ტაიმენები, ლენოკი, პალია, ოხრიდული ორაგული, თევზთეთრა და სიგი; ამ გვარებიდან 7 ბინადრობს ყოფილ სსრკ წყლებში. წყნაროკეანური (შორეული აღმოსავლეთის) ორაგულის (Oncorhyncehus) გვარში 7 (ან 8) სახეობიდან ყოფილ სსრკ-ში 6 სახეობა გვხვდება: ჩავიჩა, ღურკანა, კეტა, კიჟუჩი, ნერკა და სიმა. ბინადრობენ წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში და მის მომიჯნავე ჩრდილო ყინულოვანი ოკეანის უბანში; ტბის პალიას (Cristivomer) ერთადერთი სახეობაა Cristivomer namaycush, რომელიც ბინადრობს ჩრდილოეთ ამერიკის ტბებში; ოხრიდული ორაგულის (Salmothymus) 2 სახეობიდან Salmothymus ochridans ბინადრობს ოხრიდის ტბაში, Salmothymus obtusirostris — დალმაციის ტბებში. ორაგულისებრნი ძვირფასი სარეწაო თევზებია, თევზჭერისა და აკლიმატიზაციის კარგი ობიექტები. მათი მსოფლიო წლიური ჭერა 10 მლნ. ც აღწევს. განსაკუთრებით ძვირფასია წყნაროკეანური ორაგულების წითელი ხიზილალა.

ლიტერატურა[რედაქტირება]