გაზიფიკაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გაზიფიკაცია, გაზიფიცირებაბუნებრივი გაზის მიწოდების ტექნიკურ-ორგანიზაციული ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია საბინაო-კომუნალური, საწარმოო და სხვა ობიექტების გადასაყვანად ბუნებრივი გაზის მოხმარებაზე საწვავად ან ენერგორესურსად. მოიცავს ბუნებრივი აირის მოპოვებას, მიწოდებას, ტრანსპორტირებასა და განაწილებას.

ტერმინი „გაზიფიკაცა“ ასევე აღნიშნავს მყარი სათბობის (ქვანახშირის, ტორფის, ხის და სხვ.) ხელოვნურად გარდაქმნას საწვავ გაზად.

საქართველო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩრდილოეთი-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენი დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

საქართველოში გაზიფიკაცის სამუშაოები 1956 წელს დაიწყო. 1959 წლის ბოლოს თბილისმა მიიღო ბუნებრივი გაზი აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან. მაგისტრალური გაზსადენის გამტარუნარიანობამ წელიწადში 1,8, ხოლო რეკონსტრუქციის შემდეგ — 4,6 მლრდ. მ³ შეადგინა.

საქართველოში ბუნებრივი გაზი მნიშვნელოვანი რაოდენობით არ მოიპოვება, რის გამოც ქვეყანა დამოკიდებულია იმპორტზე. სხვადასხვა დროს იგი შემოჰქონდათ აზერბაიჯანიდან, თურქმენეთიდან, ირანიდან, რუსეთიდან. ამჟამად მისი ძირითადი მომწოდებელია აზერბაიჯანი.

2020 წელს საქართველოში მოიხმარეს 2573 მლნ. მ³ ბუნებრივი გაზი. მისი წილი ენერგეტიკული რესურსების საბოლოო მოხმარებაში 36,3%-ია (2019). ქვეყანაში 2020 წელს ბუნებრივი გაზის სექტორში ოპერირებდა 25 ლიცენზიატი, მ. შ. ერთი ტრანსპორტირების და 24 განაწილების სფეროში. მსხვილი გამანაწილებელი კომპანიებია: „თბილისი ენერჯი“, „სოკარი ჯორჯია“ და „საქორგგაზი“. ამჟამად საქართველოში გაზიფიცირებულია შინამეურნეობების 84% და აბონენტების რიცხვი 1,6 მლნ-ს აღწევს (2019).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]