საწვავი
ვიკიპედიიდან
საწვავი ნებისმიერი ნივთიერებაა, რომლის წვის ან შემადგენლობის შეცვლით ენერგიის მიღება ხდება. ენერგიის გამოყოფა საწვავის მიერ ან ქიმიური საშუალებით, წვით და ჟანგვით ხდება, ან ბირთვულით, როგორიცაა ატომის დაშლა. გამოსადეგი საწვავის მნიშვნელოვანი თვისებაა მისი შენახვისა და საჭირო დროს გამოყენების თვისება.

