გაბრიელა მიკეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაბრიელა მიკეტი
გაბრიელა მიკეტი
არგენტინის ვიცე-პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა10 დეკემბერი, 2015
პრეზიდენტი  მაურისიო მაკრი
წინამორბედიამადო ბუდუ

დაბადებული28 მაისი, 1965 (1965-05-28) (58 წლის)
ლაპრიდა
განათლებასალვადორის უნივერსიტეტი

გაბრიელა მიკეტი (ესპ. Gabriela Michetti) — არგენტინელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. 2015 წლის 10 დეკემბრიდან არგენტინის ვიცე-პრეზიდენტი[1], მეორე ქალი აღნიშნულ თანამდებობაზე მარია ესტელა მარტინეს დე პერონის შემდეგ. 2007-2009 წლებში ბუენოს-აირესის ვიცე-მერი, 2009-2013 წლებში არგენტინის ეროვნული კონგრესის ქვედა პალატის წევრი. მისი ბიძაშვილი არტურო უმბერტო ილია 1963-1966 წლებში იყო არგენტინის პრეზიდენტი[2][3].

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარტა გაბრიელა მიკეტი ილია[4] დაიბადა 1965 წლის 28 მაისს ქალაქ ლაპრიდაში, ბუენოს-აირესის პროვინციაში. იტალიური წარმოშობის ოჯახში. 1988 წელს მიიღო ბუენოს-აირესის სალვადორის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ბაკალავრის ხარისხი[5]. 1993-1994 წლებში მიიღო მაგისტრის ხარისხი ბიზნესის მართვის საკითხებში, ხოლო 2000 წელს გაიარა კონფლიქტების მოგვარების კურსი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში. 2001 წელს სწავლობდა საუნივერსიტეტო მენეჯმენტს ოტავის უნივერსიტეტში[6].

გაბრიელა მიკეტი 2016 წელს ბრაზილიაში ოფიციალური ვიზიტისას.

1990 წლიდან გაბრიელა მიკეტი არგენტინის ეკონომიკის მინისტრის ტექნიკური მრჩეველია. შემდეგ დაკავდა პოლიტიკური საქმიანობით და მუშაობა სოციალურ პროექტებზე, დაუახლოვდა არგენტინის ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას[7].

2007 წელს მაურისიო მაკრი აირჩიეს დედაქალაქის მერად, ხოლო გაბრიელა ვიცე-მერად[7]. გაბრიელა მიკეტი გახდა პირველი ქალი ქალაქის ვიცე-მერის თანამდებობაზე. იგი ხელმძღვანელობდა ორ კომიტეტს დაგეგმარებისა[8] და ინვალიდთა რეაბილიტაციის კომიტეტებს[9]. 2009 წლის 20 დეკემბერს გაბრიელა მიკეტი გადადგა თანამდებობიდან და მონწილეობა მიიღო არგენტინის დეპუტატთა პალატის არჩევნებში[10].

2015 წელს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მაურსიო მაკრიმ და გაბირელა მიკეტიმ გამარჯვება მოიპოვეს და ამავე წლის 10 დეკემბერს დაიკავა ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა[1][11][12][13][14][15].

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1994 წელს გაბრიელა მიკეტი სერიოზულად დაზიანდა ავტოკატასტროფაში, რომლის შედეგად ინვალიდის ეტლს მიეჯაჭვა. გაბრიელა ურთიერთობაშია ჟურნალისტ ედუარდო კუროისთან, რომელთანაც ჰყავს ბიჭი[7]. გაბრიელა კათოლოკეა და გამოდის აბორტის ლეგალიზაციისა[16][17][18] და ასევე ქვეყანაში ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ[19].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Elecciones 2015: minuto a minuto, los resultados para conocer al próximo presidente. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-23. ციტირების თარიღი: 2015-11-23.
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-10. ციტირების თარიღი: 2019-01-09.
  3. „El factor Michetti“. La Nacion. 15 July 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ოქტომბერი 2017. ციტირების თარიღი: 9 იანვარი 2019.
  4. Gabriela Michetti [gabimichetti]. (11 January 2013) @leanillia Me llamo Gabriela Michetti Illia. Y tengo el honor d formar parte d la misma familia d Don Arturo y valorar como él la honradez..
  5. Biography of Gabriela Michetti, Buenos Aires City Government. Accessed 10 April 2009
  6. Gabriela Michetti, la nueva vicepresidenta - Diario 26. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-01. ციტირების თარიღი: 2019-01-09.
  7. 7.0 7.1 7.2 Macri eligió a Michetti para su fórmula porteña[მკვდარი ბმული], La Nación
  8. Programa Puertas del Bicentenario. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-27. ციტირების თარიღი: 2018-10-18.
  9. Commission for the Inclusion and Full Participation of Persons with Disabilities
  10. Michetti renunció para ser candidata დაარქივებული 2009-04-25 საიტზე Wayback Machine. , La Nación
  11. Mauricio Macri wins historic presidential runoff. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-28. ციტირების თარიღი: 2015-11-23.
  12. Center-right candidate takes early lead in Argentina presidential election. ციტირების თარიღი: 2015-11-23.
  13. „Las 20 frases del discurso de Macri durante la asunción como presidente“. Clarin. 10 December 2015.
  14. „Macri, desde el balcón de la Rosada: "Los argentinos merecíamos vivir mejor". Clarin. 10 December 2015.
  15. „Tras asumir la presidencia, Macri se reúne con las delegaciones extranjeras en el Palacio San Martín“. La Nacion. 10 December 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 დეკემბერი 2015. ციტირების თარიღი: 9 იანვარი 2019.
  16. batimes.com.ar
  17. cruxnow.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-28. ციტირების თარიღი: 2019-01-09.
  18. argentinareports.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-28. ციტირების თარიღი: 2019-01-09.
  19. americamagazine.org