ბუკიოტი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბუკიოტი
Aegolius-funereus-001.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ლათინური სახელი
Aegolius funereus
დაცვის სტატუსი

ბუკიოტი (Aegolius funereus), მიკიოტი,ომიდი , ფრინველი ბუსნაირთა რიგისა. გავრცელებულია შუა და ჩრდილოეთ ევროპაში. აზიაში - ურალიდან კამჩატკისა და კურილის კუნძულებამდე, ამიერკავკასიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში ბინადრობს მთის წიწვოვანსა და შერეულ ტყეებში. ვერტიკალურად აღწევს ზღვის დონიდან 1200 მ-მდე. აპრილში დება 4-6 კვერცხს. კრუხობა 1 თვემდე გრძელდება. მორუხო-მოყავისფრო ზურგზე თეთრი ლაქები აქვს. მუცელი ღია ფერისაა და მუქი ზოლები გასდევს; თვალები და ნისკარტი ყვითელია, ფეხის თითები ბრჭყალებამდე შებუმბულია. „სახის დისკო“ სრული და მრგვალია. სასარგებლო ფრინველია. იკვებება მღრღნელებით, იშვიათად წვრილი ბეღურასნაირი ფრინველებით.

[რედაქტირება] ლიტერატურა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე