ბრუ-ნა-ბოინი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბრუ-ნა-ბოინის არქეოლოგიური ანსამბლი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Bru na Boinne - Newgrange.jpg
ქვეყანა ირლანდიის დროშა ირლანდია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, iii, iv
სია იუნესკოს სია
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 53°41′30″ ჩ. გ. 6°27′00″ დ. გ. / 53.69167° ჩ. გ. 6.45000° დ. გ. / 53.69167; -6.45000
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1993  (მე-17 სესია)
ნომერი 659
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 659
რუს.ინგლ.ფრ.

ბრუ-ნა-ბოინი (ირლ. Brú na Bóinne) — იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ირლანდიაში, მდინარე ბოინის მოხრის ადგილას. წარმოადგენს ევროპის უდიდეს და ყველაზე მნიშვნელოვან მეგალითურ არეალს. კომპლექსი შეიცავს ნეოლითურ აკლდამებს, მეგალითებს, ჰენჯებს და სხვა პრეისტორიულ ნაშთებს, რომელთაგან ზოგიერთი ძვ. წ. 35-ე - 32-ე საუკუნეებით თარიღდება. ძეგლები უფრო ძველია ვიდრე ეგვიპტის პირამიდები და აგებულია სხვადასხვა მეცნიერებისა და მათ შორის ასტრონომიის ცოდნის გათვალისწინებით, რა მხრივაც განსაკუთრებით გამოირჩევა ნიუგრეიჯის კორიდორული სამარხი.

ტერიტორია გადაჭიმულია 780 ჰექტარზე და არაერთ პრეისტორიულ მონუმენტთან ერთად მოიცავს 40 კორიდორულ სამარხს, რომლებიც ძირითადად მდინარე ბოინის ჩრდილოეთ სანაპიროებზეა განლაგებული.

ეს არეალი ადამიანების მიერ მონახულებული იყო ბრინჯაოსა და რკინის ხანებში, ისევე როგორც რომანულსა და შუა საუკუნეების პერიოდში, რასაც 1962 - 1975 წლის არქეოლოგიური გათხრების არტეფაქტები ადასტურებს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]