ბორის ლევიევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

 

ბორის ლევიევი
დაბადების თარიღი 24 თებერვალი 1902
სოფია, ბულგარეთი
გარდაცვალების თარიღი 15 იანვარი 1968
სოფია, ბულგარეთი
მოქალაქეობა ბულგარეთის დროშა ბულგარეთი
პროფესია დირიჟორი, კომპოზიტორი
წოდება (1925-1958)
ჯილდოები დამსახურებული არტისტი 1950

ბორის ლეონოვ ლევიევი ( დ. 24 თებერვალი, 1902, სოფია, ბულგარეთი — გ . 15 იანვარი, 1968, იქვე) — ბულგარელი მევიოლინე, დირიჟორი და კომპოზიტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1902 წლის 24 თებერვალს სოფიაში სეფარდის ოჯახში, ბანკირ ლეონ ლევისა და ლეა ელიეზერის უმცროსი ვაჟი. [1] მუსიკამ ადრეული ბავშვობიდან გაიტაცა: ვიოლინოს შესაძენად მუშაობდა გაზეთების გამყიდველად. [2] 1925 წლამდე უოლტერთან ეუფლებოდა ვიოლინოზე დაკვრას, ხოლო ალტერმანთან ჰარმონიას სწავლობდა. მონაწილეობდა ჯაზ- კონცერტებზე და ოპერეტაში. 1926-1927 წლებში სწავლობდა ბერლინის უმაღლეს მუსიკალურ სკოლაში და ამავე დროს, დამატებითი შემოსავლისთვის დაიწყო მუშაობა კინოორკესტრში, თუმცა უსახსრობის გამო იძულებული გახდა სწავლა შეეწყვიტა. მსახურობდა დირიჟორის ასისტენტად ბერლინის თეატრ „სკალაში“, პარალელურად სწავლობდა კომპოზიციას და დირიჟორობას გილბერტთან, ორკესტრირებას ჰოფმანთან და კამერულ მუსიკას კრუგერთან. ესწრებოდა შმიდტის ლექციებს რეჟისურის შესახებ მაქს რეინჰარდის სახელოსნოში. 1930 წელს დაბრუნდა ბულგარეთში. 1932 წლიდან მუშაობდა ჯაზ ორკესტრში, როგორც მევიოლინე და დირიჟორი. ის რეგულარულად დირიჟორობდა პეტრე სტოიჩევის თეატრში, ასევე ანგელ სლადკაროვის ოპერეტის თეატრში, „ ოდეონში,“ ოპერეტის სამხატვრო თეატრში და ეროვნულ ოპერეტაში. 1948-1958 წლებში იყო სტეფანე მაკედონელის სახელობის ეროვნული მუსიკალური თეატრის მთავარი დირიჟორი. [3]

ბორის ლევიევი იყო ნაყოფიერი კომპოზიტორი. მან დაწერა თერთმეტი ოპერეტა, მუსიკა ფილმებისთვის და პოპულარული სიმღერები. [4]

ლევიევმა მონაწილეობა მიიღო 200-ზე მეტი ოპერეტის დადგმაში. როგორც რეჟისორმა დადგა ლეო ფოლის ოპერეტები „სტამბულის ვარდი“, იმრე კალმანის „ ჰოლანდიელი ქალი“ და „ ჩარდაშის დედოფალი “ და სხვა. [5]

ბორის ლევიევის ინიციატივით შეიქმნა ვოკალური ანსამბლი «Български комедиен хармонист» ასპარუხ ლეშნიკოვის, ბორის ხრისტოვისა და ოტო ლიბიგის მონაწილეობით. ანსამბლმა არსებობა შეწყვიტა მეორე მსოფლიო ომის დროს მობილიზაციის დაწყების გამო.

1950 წელს ლევიევს მიენიჭა საპატიო წოდება „დამსახურებული არტისტი.“

ბორის ლევიევი გარდაიცვალა 1968 წელს. სოფიაში 65 წლის ასაკში. [6]

ლევიევის მუსიკალური ნიჭის გამგრძელებლები არიან მისი ვაჟი, კომპოზიტორი ლილჩო ბორისოვი და შვილიშვილი — როკ-მუსიკოსი კირილ მარიჩკოვი.

ბორის ლევიევის პირადი არქივი ინახება ცენტრალურ სახელმწიფო არქივში. იგი შედგება 31 საარქივო ერთეულისაგან 19211968 წწ [6]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Цветкова Е.. (2022-02-24) Борис Левиев – един от ярките дейци на българския оперетен театър. ციტირების თარიღი: 2022-03-21.
  2. Първанова, Мариана. Неизвестно за известните български родове, улици и сгради. Изд. «Изток-Запад», София, 2005, стр. 205
  3. 110 години от рождението на Борис Левиев. ციტირების თარიღი: 25 февруари 2015.
  4. Молхов, Яко. Кино Критика. Изд. «Български писател», 1962, стр. 217
  5. Помните ли... Борис Левиев?. ციტირების თარიღი: 25 февруари 2015.
  6. 6.0 6.1 Борис Леон Левиев. Информационна система на Държавните архиви. ციტირების თარიღი: 27 януари 2020 г