შინაარსზე გადასვლა

ბოლონიის უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დევიზი Alma Mater Studiorum. Petrus ubique pater legum Bononia mater
დაფუძნდა 1088
ტიპი საჯარო უნივერსიტეტი და თავისუფალი გამომცემელი[1]
რექტორი Giovanni Molari[2]
სტუდენტი 79 999[3]
მდებარეობა ბუენოს-აირესი, ჩეზენა, Cesenatico, ფაენცა, Fano, ფორლი, Imola, Ozzano dell'Emilia, რავენა და რიმინი[4]
ქვეყანა იტალია[1]
ფერები წითელი
კავშირები Mediterranean Universities Union, Utrecht Network, Coimbra Group, ORCID[5] [6] , Europaeum, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია[7] , Guild of European Research-Intensive Universities[8] , Partnership of a European Group of Aeronautics and Space Universities, Coalition for Advancing Research Assessment[9] , European Open Science Cloud Association[10] და ELIXIR Italy
აფილაცია CINECA, Europaeum, Coimbra Group, International Forum of Public Universities, Utrecht Network და Partnership of a European Group of Aeronautics and Space Universities
ბოლონიის უნივერსიტეტი — იტალია
ბოლონიის უნივერსიტეტი
https://www.unibo.it

ბოლონიის უნივერსიტეტი (იტალ. Università di Bologna, UNIBO) — მსოფლიოში სიძველით მეორე უნივერსიტეტია ბოლონიაში, იტალია. 2000 წლიდან სახელი გადაერქვა და ეწოდება Alma mater studiorum (ლათ. სწავლის დედაბოძი) მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტის ტიტულის პატივსაცემად.

უნივერსიტეტი დაარსდა 1088 წელს. ეს თარიღი აღმოაჩინა მე-19 საუკუნეში ისტორიკოსთა კომიტეტმა ჯოზუე კარდუჩის მეთაურობით. გარკვეული მოსაზრებით, ეს დაწესებულება მსოფლიოს უძველეს უნივერსიტეტად მოიაზრება, ვინაიდან სიტყვა „უნივერსიტეტი“ აქ ახსენეს პირველად მისი დაარსებისას.

უნივერსიტეტმა ქარტია მიიღო ფრიდრიხ I ბარბაროსასაგან 1158 წელს. XIII საუკუნეში სტუდენტთა რიცხვი აღწევდა 10 ათასს. XIV-XV საუკუნეებში უნივერსიტეტი ძალზე პოპულარული იყო. თავდაპირველად ისწავლებოდა რომაული და კანონიკური სამართალი. XIV საუკუნეში გაიხსნა ფილოსოფიის, მედიცინის და თეოლოგიის ფაკულტეტები. XV საუკუნეში უნივერსიტეტმა დაკარგა ავტონომია და მოექცა კათოლიკური ეკლესიის გავლენის ქვეშ. XX საუკუნეში დაუთმო პირველობა რომის და ნეაპოლის უნივერსიტეტებს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]