ფორლი
|
ფორლი (იტალ. Forlì) — ქალაქი იტალიაში, ემილია-რომანიას რეგიონში. ფორლი-ჩეზენას პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.
- მოსახლეობის რაოდენობა — 116,864;
- ფართობი — 228 კმ².
სექციების სია |
ისტორია [რედაქტირება]
ქალაქის ტერიტორია დასახლებული იყო ჯერ კიდევ პალეოლითის ხანაში. ლეგენდის თანახმად ქალაქი სახელით Forum Livii («ლივიის ფორუმი») დაარსებული იყო კონსულის გაიუს ლივიუს სალინატორის მიერ ძვ. წ. 188 წელს. საუკუნეების განმავლობაში სახელი დამოკლდა «ფორლი»-მდე.
შუა საუკუნეებში ფორლი იყო დამოუკიდებელი კომუნა რესპუბლიკური ფორმის მმართველობით. გველფებსა და გიბელინების დაპირისპირების დროს ქალაქი გამოვიდა გიბელინების მხარეს. ქალაქის მცხოვრებლებმა საღვთო რომის იმპერიის იმპერატორს ფრიდრიხ II-ს გაუწიეს ფასდაუდებელი დახმარება ფაენცას დაპყრობაში და მძიმე დროს თავშესაფარი მისცეს იმპერატორის ხელისუფლების ერთგულ სარდალს გვიდო I მონტეფელტროს.
XIII საუკუნის დასასრულს ფორლი გადადიოდა რამდენიმე კონდოტიერის ხელიდან ხელში. 1302 წელს ორდელაფის ოჯახმა მართველობა აიღო ხელში და წესრიგი აღადგინა ქალაქში. მათი კონფლიქტი პაპებთან დასრულდა იმით, რომ სიქსტუს IV-მ ფორლი გადასცა თავის დისშვილს ჯიროლამო რიარიოს, რომელიც სახალხო აჟანყების დროს იქნა მოკლული.
რამდენიმე ხმაურიანი ათწლეულების შემდეგ, როდესაც ქალაქს ფლობდნენ ვისკონტები (1488-99), ჩეზარე ბორჯია (1499 წლიდან) და ორდელაფები, ფორლი სამ საუკუნე ნახევრის განმავლობაში შედიოდა პაპის ოლქის შემადგენლობაში და ქალაქმა დაკარგა თავისი პოლიტიკური მნიშვნელობა.
დაძმობილებული ქალაქები [რედაქტირება]
| ქალაქი | ქვეყანა | თარიღი | ლინკი |
|---|---|---|---|
| პორტუგალია | 1990 | ||
| საფრანგეთი | |||
| დიდი ბრიტანეთი |