ბოლოკა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ბოლოკა | ||||
|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||
|
||||
| ლათინური სახელი | ||||
| Rapistrum | ||||
| დაცვის სტატუსი | ||||
ბოლოკა (Rapistrum) — ერთ-, ორ- ან მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ჯვაროსანთა ოჯახისა. აქვს 60-100 სმ სიმაღლის დატოტვილი ღერო. ევროპასა და აზიაში 3 სახეობაა ცნობილი. საქართველოში გვხვდება Rapistrum rugosum. ბოლოკა იზრდება მშრალ ფერდობებსა და გორაკებზე, დანაგვიანებულ ადგილებსა და გზის პირებზე. სარეველად გვხვდება ზეთოვანი კულტურების, ფეტვისა და პურეულის ნათესებში. შეიცავს გლუკოზიდებს. ბრძოლის ღონისძიებანი: სათესლე მასალის გაწმენდა, შავი ანეული, ნაწვერალის აოშვა, თესლის იძულებითი გაღივება და შემდეგ ღრმა ხვნა, მარგვლა და სხვა.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 455, თბ., 1977 წელი.