ბოემონდ VII

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბოემონდ VII
Bohémond VII d'Antioche
ანტიოქიის ტიტულოვანი მთავარი
მმართ. დასაწყისი: 1275
მმართ. დასასრული: 1287
წინამორბედი: ბოემონდ VI
მემკვიდრე: ლუსია
ტრიპოლის გრაფი
მმართ. დასაწყისი: 1275
მმართ. დასასრული: 1287
წინამორბედი: ბოემონდ VI
მემკვიდრე: ლუსია
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1261
გარდ. თარიღი: 19 ოქტომბერი, 1287
მეუღლე: მარგარეტ აკრელი
მამა: ბოემონდ VI
დედა: სიბილა სომეხი
რელიგია: კათოლიციზმი

ბოემონდ VII ანტიოქელი (ფრანგ. Bohémond VII d'Antioche; დ. 1261 — გ. 19 ოქტომბერი, 1287), ტრიპოლისათვის ბოემონდ III (ფრანგ. Bohémond III de Tripoli) — ანტიოქიის მთავარი და ტრიპოლის გრაფი 1275–1287 წლებში. ძველი ანტიოქიის სამთავროდან იგი მხოლოდ ნავსადგურ ლატაკიას აკონტროლებდა. ზეობის დიდი დრო ტამპლიერებთან ბრძლაში გაატარა (1277–1282).

იგი იყო ბოემონდ VI-ისა და სობილა სომეხის ვაჟი. მამის გარდაცვალებისას ბოემონდ VII ჯერ კიდევ არასრულქწლოვანი იყო და რეენტად დედამისი დაინიშნა. ამავდროულად რეგენტობა უშედეგოდ მოითხოვა კვიპროსის მეფე ჰუგო III-მ, რომელიც ბოემონდის უახლოესი მამაკაცი ნათესავი იყო. სიბილამ ტორტოსის ეპისკოპოსი ბართლომე დანიშნა ქალაქის მოსამართლედ (ბეილიფად). ბოემონდმა მცირეწლოვნების ასაკი კილიკიის მეფე ლევონ IV-ის დაცვის ქვეშ, მისსავე სამეფო კარზე. 1277 წელს დაბრუნდა ტრიპოლში და მაშინვე დადო ზავი კალაუნ ალ-მანსურთან, მამლუქების სულთანთან. აგრეთვე როჟე დე სან სევერინო აღიარა შარლ I-ის რეგენტად აკრაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Setton, Kenneth M. (general editor) A History of the Crusades: Volume II — The Later Crusades, 1189 – 1311. Robert Lee Wolff and Harry W. Hazard, editors. University of Wisconsin Press: Milwaukee, 1969.
  • Richard, Jean (1999). The Crusades: c. 1071-c. 1291. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-62566-1. 
  • Aboujaoude, Boulos (Fr.), "History of Aboujaoude Family", Catholic Press, Lebanon 1976.