ბიზასი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ბიზასი (იგივე ბიზანტი) (ძვ. ბერძნ: Βύζας, თანამედროვე ბერძნ:Βύζαντας) — ძველბერძნული მითოლოგიის მიხედვით, პოსეიდონის ძე. ბიზანტიონის მითიური დამაარსებელი. მეგარელთა ექსპედიციის წინამძღოლი, რომელმაც თრაკიაში, ბოსფორის სანაპიროზე შეარჩია მოხერხებული ადგილი ნავსადგურისათვის და იქ დააარსა ქალაქი ბიზანტიონი.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ა. გელოვანი, მითოლოგიური ლექსიკონი, თბილისი, 1983 წ. გვ.104.