ბიერნ ბორგი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბიორნ ბიორგი

ბიერნ რუნე ბიორგი (შვედ. Björn Rune Borg; 6 ივნისი 1956, სოდერტელე) — შვედი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი.

მიღწევები[რედაქტირება]

პროფესიონალია 1973 წლიდან. მოგებული აქვს 77 ტურნირი, აქედან წყვილებში ასპარეზობისას 4 ტურნირი.

„დიდი სლემის“ ტურნირების საუკეთესო შედეგები:

  • საფრანგეთის ღია ჩემპიონატის ჩემპიონი (1974, 1975, 1978, 1979, 1980, 1981) ერთეულთა თანრიგი.
  • უიმბლდონის ჩემპიონი (1976, 1977, 1978, 1979, 1980) ერთეულთა თანრიგი.
  • აშშ-ის ღია ჩემპიონატის ფინალისტი (1976, 1978, 1980, 1981) ერთეულთა თანრიგი.

მასტერსის თასის გამარჯვებული 1979 და 1980 წლებში.

მსოფლიოს პირველი ჩოგანია 1977 წლის 23 აგვისტოდან, ეს ტიტული (მცირე შესვენებებით) 109 კვირის მანძილზე შეინარჩუნა.

1983 წელს კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება, მაგრამ 90-იან წლებში პროფესიულ სპორტში დაბრუნება სცადა, თუმცა უშედეგოდ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]