ბიბისარა ასაუბაიევა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბიბისარა ასაუბაიევა

ბიბისარა ასაუბაიევა
ქვეყანა (სპორტი) ყაზახეთის დროშა ყაზახეთი
ეროვნება ყაზახი
დაბადების თარიღი 26 თებერვალი, 2004 (2004-02-26) (20 წლის)
დაბადების ადგილი ტარაზი, ყაზახეთი
წოდება საერთაშორისო ოსტატი (2020)
ფიდე რეიტინგი 3434 (მარტი 2022)
მაქსიმალური რეიტინგი 3434 (დეკემბერი 2020)
საიტი bibisarachess.kz/en/

ბიბისარა ასაუბაიევა (ყაზახ. Бибісара Асаубаева; ინგლ. Bibisara Assaubayeva; დ. 26 თებერვალი, 2004, ტარაზი, ყაზახეთი) — ყაზახი მოჭადრაკე, საერთაშორისო ოსტატი (2020)[1][2], ქალთა შორის 2021 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ელვისებურ ჭადრაკში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბისარა ასაუბაიევა ქალაქ ტარაზში დაიბადა[3] და ჭადრაკის თამაში 4 წლისას ბაბუამ ასწავლა. პირველი მწვრთნელი ყაზახეთის მრავალგზის ჩემპიონი, საერთაშორისო ოსტატი ოლეგ ძიუბანი იყო. 7 წლისა ტარაზის ჩემპიონი გახდა. 2011 წელს კალდას-ნოვასში 8 წლამდელ გოგონათა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ოქროს მედალი მოიგო და 7 წლისამ ფიდეს ოსტატს წოდება მიიღო. ამით კი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოჭადრაკე, ვინც ეს შეძლო.
ასაუბაიევა ასევე გატაცებულია მხატვრული ტანვარჯიშით და რამდენჯერმე ასტანის ჩემპიონიც გახდა. 2012 წელს ყაზახეთში სპორტულ ნომინაციაში „წლის აღმოჩენა“ - ბიბისარა „წლის სპორტსმენის“ ტიტულის მფლობელი გახდა. მომდევნო წელს კი პრემია „წლის პატრიოტი - 2013“ მიიღო. 2014 წელს დუბაის შეიხის თასი მოიგო.
2016 წელს მისი ოჯახი რუსეთში გადასახლდა და ამ ქვეყნის სახელით გააგრძელა ასპარეზობა. იმავე წელს ბათუმში 12 წლამდელ გოგონებში გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. მომდევნო წელს მონტევიდეოში 14 წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლს დაეუფლა. 13 წლისამ მინსკში იასპარეზა ევროპის მამაკაცთა ინდივიდუალურ ჩემპიონატზე, 3 მოიგო, 4 წააგო, 4 კი ყაიმით დაასრულა და საერთაშორისო ოსტატის წოდება მიიღო[4]. გამოვიდა „მსოფლიოს ნაკრებში“, რომელიც სენტ-ლუისში აშშ-ის ნაკრებს დაუპირისპირდა და დაამარცხა[5][6].
2019 წელს ბიბისარა სამშობლოში დაბრუნდა და ისევ ყაზახეთის სახელით გააგრძელა გამოსვლა[7]. მარტში პირველად ნაკრებში მიიწვიეს და ქალთა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე წაიყვანეს. მეორე და მესამე დაფაზე მოთამაშემ 9 პარტიიდან 5 ქულა დააგროვა და ნაკრების შემადგენლობაში საუკეთესო იყო.
2021 წელს აზიის ქალებში ჩემპიონი გახდა, პანდემიის გამო შეჯიბრი ონლაინ ჩატარდა. ნოემბერში რიგაში FIDE Women's Grand Swiss ტურნირზე 50 მონაწილეს შორის მე-10 ადგილი დაიკავა[8].
დეკემბერში ვარშავაში მსოფლიოს ჩემპიონატზე სწრაფ ჭადრაკში ვერცხლის მედალი მოიგო, ორ დღეში კი ელვისებურში ოქროს მედალი აიღო. 17 პარტიიდან 13 მოიგო, 2 ყაიმით დაასრულა და 2 წააგო. ამ გამარჯვებით გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოჭადრაკე, ვინც აღნიშნული ტიტულის მოპოვება შეძლო.

სკანდალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2017 წლის სექტემბერში მონტევიდეოში 14 წლამდელ გოგონათა მსოფლიოს ჩემპიონატზე, რუსეთის ნაკრების მწვრთნელმა და მისი კონკურენტის ელიზაბეტა სოლოჟენკინის მამამ ევგენიმ ყაზახ მოჭადრაკეს თაღლითობა დააბრალა. ევგენის აზრით, თამაშისას ბიბისარა საფირფარეშოში გავიდა და ტელეფონით კონსულტაცია მიიღო, ამის მოწმე კი მისი გოგო ელიზაბეტა იყო.

2018 წლის 19 მარტს ფიდემ სოლოჟენკინი ცილისწამებისთვის და რეპუტაციის შელახვისათვის დააჯარიმა და შეჯიბრებებზე მონაწილეობა აუკრძალა. არასრულწლოვან ასაუბაიევას მშობლებმა 2018 წლის მაისში მოსკოვის სასამართლოში შვილის უფლებების დასაცავად სარჩელი შეიტანეს. 14 დეკემბერს სასამართლომ ბიბისარა უდანაშაულოდ ცნო და სოლოჟენკინს მის სასარგებლოდ 100 ათასი რუბლის გადახდა დააკისრა[9].

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ყაზახეთის „წლის სპორტსმენის“ ნომინაციაში - „წლის აღმოჩენა“ (2012)
  • საერთაშორისო სპორტული პრემია „ოქროს მანგუსტი“ (2019)[10].
  • „შაპაგატის ორდენი“-აქტიური და ნაყოფიერი საქველმოქმედო საქმიანობისთვის (2019)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Бибисара Асаубаева стала гроссмейстером ru (2019-09-10). ციტირების თარიღი: 2019-09-14
  2. Assaubayeva, Bibisara. ციტირების თარიღი: 2021-01-27
  3. 13-Jährige holt erste IM-Norm – Eine 13-jährige Schachspielerin aus Taras (Kasachstan) zeigt ein phänomenales Ergebnis de (19 June 2017). ციტირების თარიღი: 2018-01-01.
  4. 13-летняя шахматистка из Тараза показала феноменальный результат - Спорт – последние новости и события ru (11 June 2017). ციტირების თარიღი: 2018-01-01.
  5. Match of Millennials: World smashes USA | ChessBase
  6. 2017 Match of the Millennials Results and Standings | www.uschesschamps.com
  7. Юная шахматистка Бибисара Асаубаева возвращается в Казахстан ru (2019-02-16). ციტირების თარიღი: 2019-09-14
  8. 2021 FIDE Chess.com Women's Grand Swiss. Chess-Tournament-Results-Server (2021-11-07). ციტირების თარიღი: 2022-02-02
  9. Теперь: Танжарикова выиграла, Соложенкин проиграл ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-20. ციტირების თარიღი: 2019-09-14
  10. Бибисара Асаубаева стала гроссмейстером: 10 сентября 2019, 15:18 — новости на Tengrinews.kz