ბეწვიანი მამონტი
| ბეწვიანი მამონტი | ||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
|
||||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||||
| Mammuthus primigenius | ||||||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||||||
|
|
ბეწვიანი მამონტი (Mammuthus primigenius), ამომწყდარი ძუძუმწოვარი ცხოველი სპილოსებრთა ოჯახისა. სიდიდით თანამედროვე სპილოს არ აღემატებოდა, მაგრამ უფრო მასიური იყო (სიმაღლე 2,5-3,5 მ, მასა 7 ტ-მდე); ჰქონდა მოკლე კიდურები, ხშირი და გრძელი ბეწვით დაფარული სხეული. გრძელი ეშვების მხოლოდ წვერები იყო დაფარული მინანქრით. ძირითადი კბილები გვირგვინი შედგებოდა თხელი და მაღალი ფირფიტებისაგან.
იკვებებოდა უხეში მცენარეული საკვებით. მამონტი დამახასიათებელია ანთროპოგენის კონტინენტური ნალექებისათვის. ცნობილია დასავლეთ ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის შუა და ზედა პლეისტოცენიდან. მამონტიქვის ხანის ადამიანის თანადროული ცხოველი იყო. უძველეს ადამიანთა სადგომებში ხშირად პოულობენ მის ძვლებს, კედლებზე მოხატულ სურათებსა და სკულპტურულ გამოსახულებებს. ციმბირსა და ალასკაზე ნაპოვნია მზრალ ნიადაგში დაცული 40-ზე მეტი ლეში, 1901 წელს მდინარე ბერიოზოვკის პირას ნაპოვნი ეგზემპლიარი გამოიკვლიეს ანატომიურად, ჰისტოლოგიურად, ბიოქიმიურად, შეისწავლეს საკვების ნარჩენები პირის ღრუში და კუჭის შიგთავსში. ჩონჩხი და ფიტული ინახება ქ. სანქტ-პეტერბურგში რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიურ მუზეუმში. მამონტების ეშვები ძირითადად მხატვრული ნაკეთობებისათვის გამოიყენება.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- მჭედლიძე გ., ქსე, ტ. 6, გვ. 398, თბ., 1983