ბერლინის ჰანს აისლერის სამუსიკო უმაღლესი სკოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბერლინის ჰანს აისლერის სამუსიკო უმაღლესი სკოლა
Hochschule für Musik Hanns Eisler Berlin
დაფუძნდა 1950
ატარებს სახელს Hanns Eisler
ტიპი კონსერვატორია და საჯარო უნივერსიტეტი
სტუდენტი 532[1]
ქალაქი ბერლინის დროშა ბერლინი
მხარე ბერლინის დროშა ბერლინი
ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
კავშირები German Rectors' Conference[2] , Rektorenkonferenz der deutschen Musikhochschulen[3] და Kommunaler Arbeitgeberverband Berlin[4]
ბერლინის ჰანს აისლერის სამუსიკო უმაღლესი სკოლა — გერმანია
ბერლინის ჰანს აისლერის სამუსიკო უმაღლესი სკოლა
www.hfm-berlin.de

ბერლინის ჰანს აისლერის სამუსიკო უმაღლესი სკოლა (გერმ. Staatliche Hochschule für Musik Hanns Eisler Berlin) დაარსებულ იქნა 1950 წელს და წარმოადგენს ევროპის წამყვან სამუსიკო უმაღლეს სკოლას მთელს სამუსიკო ხელოვნებაში.

უმაღლესი სკოლა მდებარეობს ბერლინის ცენტრში და ატარებს ცნობილი გერმანელი კომპოზიტორისა და მუსიკის თეორეტიკოსის ჰანს აისლერის (გერმ. Hanns Eisler) სახელს.

სამუსიკო უმაღლესი სკოლის მთავარი კორპუსი მდებარეობს ბერლინის ისტორიული ნაწილის შუაგულში - შარლოტენშტრასე 55-ში ბერლინის საკონცერტო სახლის (გერმ. Konzerthaus Berlin) მოპირდაპირე მხარეს ჟანდარმენმარქტზე (გერმ. Gendarmenmarkt). 2005 წელს ჩატარდა ფართო აღდგენითი სამუშაოები, როს შედეგადაც უმაღლესი სასწავლებელი გაფართოვდა და მას ახალი კორპუსი დაემატა შლოსპლატც 7-ში (გერმ. Schlossplatz) ნოიერ მარშტალის (გერმ. Neuer Marstall) შენობაში.

სამუსიკო უმაღლესი სკოლის განკარგულებაშია სიმფონიური მუსიკის ორკესტრი, კამერული მუსიკის ორკესტრი, გუნდი, სასწავლო ორკესტრი, აისლერ ვინდის სიმფონიური სასულე ორკესტრი, და აგრეთვე „ექო ანსამბლი“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://www.berlin.de/sen/wissenschaft/service/leistungsberichte/hfm_leistungsbericht_2022.pdf
  2. https://www.hrk.de/mitglieder/mitgliedshochschulen/kunst-und-musikhochschulen/
  3. https://die-deutschen-musikhochschulen.de/mitglieder/berlin
  4. https://www.kavberlin.de/index.php?id=390