ბეგიაური (მცენარე)

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბეგიაური
Galium aparine01.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
ლათინური სახელი
Galium aparine
დაცვის სტატუსი

ბეგიაური (Galium aparine) — ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე ენდროსებრთა ოჯახისა. აქვს ოთხწახნაგოვანი, სუსტი, 30-100 სმ სიგრძის ღერო; ჩხროებად შეკრებილი ხაზურლანცეტა ფოთლები და ნაყოფი შემოსილია ეკლისებრი ბეწვით. გავრცელებულია დასავლეთ ევროპაში, წინა აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში და სხვა. გავრცელებულია საქართველოშიც. აბეზარა სარეველად იზრდება მინდვრის ნათესებში, ბოსტნებში, ბუჩქნარში, სათიბ-საძოვრებზე, დანაგვიანებულ ადგილებში და სხვა. მსუბუქ კირიან და გაპატივებულ ნიადაგზე ძლიერ იტოტება და ივითარებს გართხმულ ყლორტებს. მისი ბღაუჭა და ხვიარა ღერო პურეულს აწვენს ხოლმე.

[რედაქტირება] ლიტერატურა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე