ბაქტრია-მარგიანეს არქეოლოგიური კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაქტრია-მარგიანეს არქეოლოგიური კომპლექსის გავრცელების მიახლოებითი არეალი.

ბაქტრია-მარგიანეს არქეოლოგიური კომპლექსი (ოქსის ცივილიზაცია)[1] — ცენტრალური აზიის ბრინჯაოს ხანის ცივილიზაციის თანამედროვე არქეოლოგიური აღნიშვნა, რომელიც დათარიღებულია ძველი წელთაღრიცხვის დაახლოებით 2300-1700 წლებით. ბაქტრია-მარგიანეს არქეოლოგიური კომპლექსი ლოკალიზდება ჩრდილოეთ ავღანეთის, აღმოსავლეთ თურქმენეთის, სამხრეთ უზბეკეთისა და დასავლეთ ტაჯიკეთის ტერიტორიებზე, ხოლო ცენტრირებულია ამუდარიის ზემო წელზე. ეს ადგილი აღმოაჩინა და სახელი უწოდა საბჭოთა არქეოლოგმა ვიქტორ სარიანიდიმ (1976). ბაქტრია არის ბაქტრის არეალის ბერძნული სახელწოდება (თანამედროვე ბალხი), ის, რაც დღეს ჩრდილოეთ ავღანეთს წარმოადგენს და მარგიანე მარგუს სპარსული სატრაპიის ბერძნული სახელწოდება, რომლის დედაქალაქი იყო მერვი, ესე იგი თანამედროვე თურქმენეთის სამხრეთ-აღმოსავლური ტერიტორია.

ვიქტორ სარიანიდის 1970-აიანი წლების ბოლოდან დაწყებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა შემდგომში მრავალ ადგილას გამოააშკარავა მრავალრიცხოვანი მონუმენტური სტრუქტურები, რომლებიც გამაგრებული იყო შთამბეჭდავი კედლებითა და ჭიშკრებით. ბაქტრია-მარგიანეს არქეოლოგიური კომპლექსის საკითხებთან დაკავშირებული ანგარიშები მეტწილად შეზღუდული იყო საბჭოთა ჟურნალისტების მიერ[2] საბჭოთა კავშირის არსებობის უკანასკნელ წლებამდე, რის გამოც, კვლევის შედეგები დასავლეთში მნიშვნელოვნად უცნობი იყო, მანამ სანამ სარიანიდის შრომის თარგმნა დაიწყებოდა 1990-იან წლებში.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The Oxus Civilization — La Civilización del Oxus
  2. e.g. Sarianidi, V. I. 1976. "Issledovanija pamjatnikov Dashlyiskogo Oazisa," in Drevnii Baktria, vol. 1. Moscow: Akademia Nauk.