ბასკების ქვეყანა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ბასკების ქვეყანა, „ბასკონია“' (Vascongadas Vasconia), (ბასკურად: Euskal Herria), ეროვნული ისტორიული ოლქი ჩრდილოეთ ესპანეთში, ბისკაიას ყურის სანაპიროზე. 1926-1937 წლებში ესპანეთის ავტონომიური რაიონი. უმთავრესად ბასკები ცხოვრობენ. მოიცავს ბისკაიის, გიპუსკოის და ალავის პროვინციებს. მთავარი ქალაქი და ნავსადგური — ბილბაო. ბასკების ქვეყანას უკავია კანტაბრიის მთების დადაბლებული აღმოსავლეთი ნაწილი და ბისკაოოს ყურის ბორცვიანი სანაპირო. ჰავა - ზომიერი ზღვიური. ფართოფოთლიანი ტყეები.
- ფართობი — 7,3 ათასი.
- მოსახლეობა — 2.100 ათასი.
- ადმინისტრაციული ცენტრი— ვიტორია.
- ენები: კასტილიური და ბასკური. ბასკურს სხვადასხვა ხარისხით ფლობენ: ალავაში 13%, გიპუსკოაში 48%, ბისკაიაში 27%.
- ეროვნული დღესასწაული — 28 მარტი, Aberri Eguna („სამშობლოს დღე“).
- რეგიონალური პარლამენტი — 75 წევრი.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 222—223, თბ., 1977 წელი.