ბანდარ-ლამპუნგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
ბანდარ-ლამპუნგი
ინდონ. Bandar Lampung
დროშა გერბი


Ragom Gawi
ქვეყანა ინდონეზიის დროშა ინდონეზია
შიდა დაყოფა Kedaton[1] , Sukarame[1] , Tanjungkarang Pusat[1] , South Telukbetung[1] , Rajabasa[1] , Sukabumi[1] , Labuhan Ratu[1] , Langkapura[1] , Kedamaian[1] , Bumi Waras[1] , Panjang[1] , West Telukbetung[1] , North Telukbetung[1] , Tanjung Senang[1] , Kemiling[1] , Way Halim[1] , West Tanjungkarang[1] , Enggal[1] , East Tanjungkarang[1] და East Telukbetung[1]
კოორდინატები 5°25′46″ ს. გ. 105°15′45″ ა. გ. / 5.42944° ს. გ. 105.26250° ა. გ. / -5.42944; 105.26250
დაარსდა 17 ივნისი, 1682
ფართობი 169.21 კმ²
ცენტრის სიმაღლე 15±1 მეტრი
მოსახლეობა 1 166 761 (2015)[2]
სასაათო სარტყელი UTC+07:00
სატელეფონო კოდი 721
საფოსტო ინდექსი 35154
ოფიციალური საიტი http://www.bandarlampungkota.go.id/
ბანდარ-ლამპუნგი — ინდონეზია
ბანდარ-ლამპუნგი

ბანდარ-ლამპუნგი (წარსულში ნიდ: Oosthaven, ითარგმნება როგორც აღმოსავლეთი ნავსადგური) − ინდონეზიის პროვინციის, ლამპუნგის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. მდებარეობს სუმატრის სამხრეთ ნაწილში. ბანდარ-ლამპუნგს თავდაპირველად Tanjungkarang–Telukbetung ეწოდებოდა, რადგანაც ლამპუნგის ორი მთავარი დასახლების გაერთიანება იყო. დღევანდელი სახელი 1983 წელს ეწოდა.[3]

ქალაქის ტერიტორია და სამხრეთ ლამპუნგის სარეგენტო (რომელიც ქალაქს ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან ესაზღვრება) მთავარი ტრანსმიგრაციის პროგრამის ნაწილია. შედეგად ბანდარ-ლამპუნგი სუმატრის რეგიონში მეოთხე ადგილზეა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, მედანის, პალემბანგისა და ბატამის შემდეგ. ქალაქის ფართობი 197.22 კმ²-ია. 2005 წელს ქალაქის მოსახლეობა 790 057 ადამიანს შეადგენდა, 2010 წელს ― 881 801 ადამიანს,[4] 2015 წელს ― 977 686 ადამიანს, ხოლო 2020 წელს ― 1 166 066 ადამიანს.[5] 2022 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 1 209 937 ადამიანს შეადგენს.[6]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტელუკ-ბეტუნგი 1930-იან წლებში

ბანდარ-ლამპუნგი ლამპუნგის პროვინციის დედაქალაქია. დღევანდელ სახელწოდებამდე მას ქალაქი ტანჯუნგ-კარანგი-ტელუკ-ბეტუნგი ერქვა. სანამ ბანდარ-ლამპუნგი გახდებოდა, იგი ორი ქალაქის, ტანჯუნგ-კარანგისა და ტელუკ-ბეტუნგის გაერთიანებას წარმოადგენდა, რომლებიც ადრე სამხრეთ ლამპუნგის სარეგენტოში შედიოდა. 1982 წელს ქალაქი გაფართოვდა და სამი ახალი რაიონი მოიცვა.[7][8]

ახალი ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბანტენის რეგენტის, უილიამ კრაფტის, გენერალ-გუბერნატორ კორნელიუს შპილმანისათვის მიწერილ მოხსენებაში ნათქვამია, რომ 1682 წლის 17 ივნისის აღწერაში „ლამპუნგ-ტელოკბეტონგი ზღვის ნაპირას მდებარეობს და Dipati Temenggung Nata Negara-ის ძალაუფლების ცენტრს წარმოადგენს. ძალაუფლება კი 3 000-ზე მეტ ადამიანზე ვრცელდება“. ეს თარიღი მოგვიანებით ქალაქის დაარსების ოფიციალურ თარიღად გამოცხადდა.[9]

იაპონელთა ოკუპაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იაპონელთა ოკუპაციის პერიოდში დღევანდელი ბანდარ-ლამპუნგი იმართებოდა როგორც ქალაქი (市, shi), რომელსაც იაპონელი მერი (市長, shicho) მართავდა. მერს ინდონეზიელი მოადგილე ჰყავდა (副市長, fuku-shicho).[9]

დამოუკიდებლობის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტანჯუნგ-კარანგი და ტელუკბეტუნგი თავდაპირველად სამხრეთ ლამპუნგის სარეგენტოს იურისდიქციის ქვეშ იყო. 1948 წელს მიღებული კანონის საფუძველზე ორი ქალაქი გაერთიანდა და დამოუკიდებელი ქალაქის სტატუსი მიენიჭა.[9]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბანდარ-ლამპუნგის რაიონები

ბანდარ-ლამპუნგი ლამპუნგის პროვინციის დედაქალაქია. იგი კუნძულ სუმატრის სამხრეთ სანაპიროზე, ლამპუნგის ყურის ნაპირას მდებარეობს. ქაალქი 1980-იან წლებში ყოფილი პროვინციული დედაქალაქის, ტანჯუნგკარანგისა და ტელუკბეტუნგის პორტის გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბდა. ქალაქის მრეწველობის დარგებს შორის აღსანიშნავია: ლითონის დამუშავება, დაზგაზე ქსოვა, მეთუნეობა და ფილების შექმნა. საჰაერო, სახმელეთო და სარკინიგზო კავშირებით, გარემომცველი სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიისთვის, სადაც კაუჩუკს, ჩაის, ყავასა და სანელებლებს ექსპორტისთვის აწარმოებენ, ბანდარ-ლამპუნგი მთავარი პორტისა და სატრანსპორტო ცენტრის ფუნქციას ასრულებს.[10]

ადმინისტრაციული რაიონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წლისთვის ბანდარ-ლამპნუგი 13 ადმინისტრაციულ რაიონად (ინდონ. kecamatan) იყოფოდა, თუმცა მოგვიანებით, არსებული რაიონების გაყოფის შედეგად კიდევ 7 რაიონი შეიქმნა და 20-ს გაუტოლდა. ახლადშექმნილი რაიონებია: ბუმი-ვარასი, ენგალი, კედამაიანი, ლაბუჰან-რატუ, ლანგკაპურა, ტელუკ-ბეტუნგ-ტიმორი (აღმოსავლეთი ტელუკ-ბეტუნგი) და ვაი-ჰალიმი.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით, ბანგარ-ლამპუნგი ეკვატორულ კლიმატურ სარტყელში მდებარეობს და მთელი წლის მანძილზე უხვი ნალექიანობით ხასიათდება. ყველაზე ნალექიანი პერიოდი ნოემბრიდან აპრილამდეა.

ჰავის მონაცემები — Bandar Lampung
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
საშუალო მაღალი °C 30.3 31.0 31.6 32.0 31.9 31.7 31.3 31.4 31.4 32.0 32.0 31.1 31.5
საშუალო დღიური °C 26.4 26.7 27.2 27.3 27.2 26.8 26.6 26.6 26.7 27.2 27.3 26.9 26.9
საშუალო დაბალი °C 22.6 22.5 22.8 22.7 22.5 22.0 21.9 21.8 22.1 22.4 22.7 22.7 22.4
საშუალო ნალექი (მმ) 280 281 255 175 135 119 100 121 118 139 149 250 2 122
წყარო: [11]

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბანდარ-ლამპუნგუს უნივერსიტეტი, A კამპუსი

2009 წელს ბანდარ-ლამპუნგში წერა-კითხვის ცოდნის დონე 94.3%-ს შეადგენდა, რაც მცირედით აღემატებოდა 2005 წლის მაჩვენებელს (93.5%). მიუხედავად ამისა, საშუალო სკოლაში სწავლის მაჩვენებელი 2007 წელთან შედარებით 69.2%-დან 61.4%-მდე შემცირდა. მეორე მხრივ, ინდონეზიაში საშუალო სკოლაში სწავლის მაჩვენებელი 2007 წლიდან 2010 წლამდე პერიოდში 54.6%-დან 55.8%-მდე გაიზარდა.

ბანდარ-ლამპუნგში რამდენიმე ცნობილი სკოლა და უნივერსიტეტი მდებარეობს. მათ შორისაა: ლამპუნგის უნივერსიტეტი (სახელმწიფო, ასევე ცნობილი როგორც უნილა), ბანდარ-ლამპუნგის უნივერსიტეტი (კერძო) და სხვ. 2011 წლისთვის ლამპუნგის უნივერსიტეტს 70 866 კურსდამთავრებული ჰყავდა.[12]

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბანდარ-ლამპუნგის დაძმობილებული ქალაქებია:

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 1.15 1.16 1.17 1.18 1.19 Indonesian Minister of Home Affairs Decree Number 050-145 of 2022
  2. The Master Book of Indonesian Territory Data 2015
  3. Peraturan Pemerintah Nomor 24 Tahun 1983. President of Republic Indonesia (1983). ციტირების თარიღი: 5 July 2011
  4. Biro Pusat Statistik, Jakarta, 2011.
  5. Badan Pusat Statistik, Jakarta, 2021.
  6. Badan Pusat Statistik, Jakarta, 2023.
  7. Kota Bandar Lampung | BPK Perwakilan Provinsi LAMPUNG.
  8. Sejarah Kota Bandar Lampung, Dimulai dari Telukbetung dan Tanjungkarang (15 August 2021).
  9. 9.0 9.1 9.2 PORTAL Berita Resmi Pemerintahan Kota Bandar Lampung. ციტირების თარიღი: 3 June 2020
  10. Bandar Lampung | Indonesia | Britannica.
  11. Lampung Town climate: Average Temperature, weather by month, Lampung Town weather averages - Climate-Data.org.
  12. WISUDA: Unila Lahirkan 1.403 Sarjana. Lampung Post (16 March 2011). ციტირების თარიღი: 3 July 2011[მუდმივი მკვდარი ბმული]