ლამპუნგი
| გერბი |
დროშა |
| ქვეყანა | |
| სტატუსი | პროვინცია |
| ადმინ. ცენტრი | ბანდარ-ლამპუნგი |
| მეთაური | გუბერნატორი |
| მოსახლეობა (2010) | 7 596 115[1] კაცი |
| სიმჭიდროვე | 220 კაცი/კმ² |
| ფართობი | 34 623,80 კმ² |
| დროის სარტყელი | +7 |
| ოფიციალური ვებ-გვერდი | |
| Lampung | |
ლამპუნგი (ინდო. Lampung) — პროვინცია ინდონეზიაში. მდებარეობს კუნძულ სუმატრის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში. ესაზღვრება ბენკულუსა და სამხრეთ სუმატრის პროვინციებს. ლამპუნგში ცხოვრობს ლამპუნგის ხალხი, რომელიც სუმატრის ყველა სხვა ხალხისგან განსხვავებულ ენაზე ლაპარაკობს, აქვთ საკუთარი ანბანიც. დედაქალაქია ბანდარ-ლამპუნგი.
2010 წლის მონაცემებით, პროვინციის მოსახლეობა 7 596 115 ადამიანს შეადგენს. მათი სამი მეოთხედი იავიდან, მადურიდან და ბალიდან მიგრირებულთა შთამომავალია. ეს მიგრანტები უკიდურესად მჭიდროდ დასახლებული კუნძულებიდან ახალი მიწების ძიებისას აღმოჩნდნენ სუმატრაზე. ლამპუნგი ერთ–ერთი პირველი დანიშნულების ადგილი იყო ინდონეზიის მთავრობის ტრანსმიგრაციის პროგრამაში.
ბოლო დროს ლამპუნგი ცნობილია გეოგრაფიული არასტაბილურიბით, განსაკუთრებით მიწისძვრებითა და ვულკანური აქტივობებით. 2005 წლის 10 მაისს, მოხდა რიხტერის სკალით 6,4 ბალის მიწისძვრა. მნიშნელოვანი ზიანი გამოიწვია ვულკან კრაკატაუს 1883 წლის ამოფრქვევამაც.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- (ინდონეზიური) ოფიციალური ვებ–გვერდი
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Central Bureau of Statistics: Census 2010, retrieved 17 January 2011 (ინდონეზიური)