ბადღისის პროვინცია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბადღისის პროვინცია
بادغیس
Northwestern Afghanistan.jpg
ქვეყანა ავღანეთის დროშა ავღანეთი
მოიცავს 7 რაიონს
ადმინისტრაციული ცენტრი ქალა-ი-ნაუ
ოფიციალური ენები დარი, პუშტუ, თურქმენული
მოსახლეობა (2007) 522 100 კაცი
სიმჭიდროვე 20,9 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ტაჯიკები, პუშტუნები, უზბეკები, თურქმენები, ბელუჯები
ფართობი 20 591 კმ²
ბადღისის პროვინცია რუკაზე
დროის სარტყელი UTC+4:30
კოდი ISO 3166-2 AF-BDG

ბადღისის პროვინცია (დარი: بادغیس‎‎ Bādġīs, პუშტუ: بادغیس‎‎) — პროვინცია ჩრდილო-დასავლეთ ავღანეთში. ფართობი — 20 591 კმ². მოსახლეობა — 522 100 ადამიანი (2007). დედაქალაქი — ქალა-ი-ნაუ. ადმინისტრაციულად იყოფა 7 რაიონად. სამხრეთიდან ესაზღვრება ჰერათის პროვინცია, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ფარიაბის პროვინცია, ხოლო აღმოსავლეთიდან ღორის პროვინცია.

სახელწოდება მომდინარეობს სპარსული სიტყვიდან „ბადღეზ“, რაც ნიშნავს „ადგილს სადაც წარმოიქმნება ქარი“. პროვინცია დაარსდა 1964 წელს. ადგილობრივი ტაჯიკური მოსახლეობა არ თანაუგრძნობდა თალიბებს და 2001 წელს მარტივად მოექცა ჩრდილოეთის ალიანსის მმართველობის ქვეშ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]