ლოგარის პროვინცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვილაიეთი
ლოგარის პროვინცია
პუშტუ لوګر
დარი. لوگر
ქვეყანა ავღანეთის დროშა ავღანეთი
ადმ. ცენტრი Pol-e Alam
შიდა დაყოფა Azra, Baraki Barak, Charkh District, Kharwar, Mohammad Agha, Pul-i-Alam და Khoshi
კოორდინატები 34°00′00″ ჩ. გ. 69°12′00″ ა. გ. / 34.00000° ჩ. გ. 69.20000° ა. გ. / 34.00000; 69.20000
ფართობი 3880 კმ²
ოფიციალური ენა დარი და პუშტუ
სალაპარაკო ენები პუშტუ, დარი
მოსახლეობა 409 900 კაცი (2007)
სიმჭიდროვე 105,64 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTCUTC+4:30

ლოგარის პროვინცია (პუშტუ لوګر‎, დარი لوگر Lowgar) — ავღანეთის 34-დან ერთ-ერთი პროვინცია. მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში. ქაბულიდან სამხრეთ-ღმოსავლეთით. სიტყვა ”ლოგარი პუშტუ ენაზე ნიშნავს ”დიდ მთას”.

ლოგარის პროვინცია მრავალეთნიკური საზოგადოებისაგან შედგება. აქ ცხოვრობენ პუშტუნები, ტაჯიკები, ჰაზარელები. პროვინციის გეოგრაფიული ცენტრია მდინარე ლოგარი. ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი პული-ალამი. ტერიტორია მოიცავს 3880 კმ², მოსახლეობა შეადგენს 409 900 ადამიანს (2007).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრეისლამური ერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაურიების იმპერია

ლოგარის პროვინცია დიდხანს შედიოდა მაურიების იმპერიის შემადგენლობაში, რომელიც ჩანდრაგუპტა მაურიამ დააარსა. მაურიებმა გაავრცელეს რეგიონში ინდუიზმი და ბუდიზმი. ჩანდრაგუპტა ცდილობდა ხელში ჩაეგდო მთელი ცენტრალური აზია. დიდხანს აფართოებდა საზღვრებს მანამდე, სანამ მას არ დაუპირისპირდა ცნობილი სელევკე I ნიკატორი ბერძნულ-ბაქტრიული სამეფოს ძალებით. დაპირისპირების შემდეგ, ორმა უდიდესმა იმპერატორმა მშვიდობიან შეთანხმებას მიაღწია და სადავო ტერიტორიებიც შუაზე გაიყვეს. ამის შესახებ გვესაუბრება სტრაბონი (ძვ.წ. 64- ახ.წ.24).

ამის შემდეგ ჩანდრაგუპტა მაურიამ აიძულა მის აღმოსავლეთით მდებარე ნანდას იმპერია დამორჩილებოდა.

ავღანეთში არქეოლოგთა მიერ აღმოჩენილია მდიდარი და მნიშვნელოვანი ბუდისტური მემკვიდრეობა. რელიგიური და მხატვრული შემოქმედების ნიმუშები. ჩვენამდე მოღწეული ბუდისტი ბერების ინფორმაციებით, ბუდიზმი ამ რეგიონში გავრცელებული ყოფილა ბალხამდე ჯერ კიდევ ბუდას სიცოცხლეში (ძვ.წ. 563-483 წ.წ.)

უახლესი ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პული-ალამი. ლოგარის პროვინციის დედაქალაქი

საბჭოთა კავშირ-ავღანეთის ომის დროს ლოგარი ცნობილი იყო, როგორც საომარი კონფლიქტის კერა. ეს იყო რეგიონი, სადაც მოქმედებდნენ აშშ-ს მხარდაჭერით ზურგგამაგრებული საბჭოთა არმიის წინააღმდეგ შეთქმული ავღანური დაჯგუფებები. ეს იყო ადგილი, საიდანაც ტერორისტები ან ომის დროს დევნილი ავღანელები მოჯაჰედების დახმარებით გადადიოდნენ პაკისტანში. ეს იყო პროვინცია, რომელიც 1982 წელს მოინახულა შვედმა ჟურნალისტმა ბორჯ ელმქვისტმა, რომელიც მოგვიანებით, 1984 წელს წერდა, რომ ლოგარის პროვინციაში თვალში მოგხვდებათ ყველაზე დიდი რაოდენობით ნანგრევები და საფლავები. საბჭოთა არმიის ოპერაციები ომში მოიცავდა დაბომბვის გამოყენებას, აალებადი სითხეების გამოყენებას, რომლის დროსაც ცოცხლად იწვებოდნენ იატაკქვეშ დამალული ადამიანები, სასმელი წყლის მოწამვლას და ნათესების და სხვა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების განადგურებას. ერთი მწერალი, რომელმაც საკუთარი თვალით იხილა აღნიშნული მოვლენები ამტკიცებს, რომ საბჭოთა ქმედებები ლოგარის რეგიონში ნამდვილი გენოციდია.

აქ მებრძოლ ავღანელთა შორის გამოირჩეოდნენ ისეთი მეომრები, როგორიცაა - ფაზულა მუჯადიდი, საიდ რასულ ჰაშიმი, მალიმ ტოპი, მუჰამედ ბალი ნასირი, ასადულა ფალაჰი და სხვები.

1995 წელს პროვინცია ჩავარდა თალიბანის ხელში. 2001 წლიდან, როდესაც ჩამოყალიბდა ჰამიდ კარზაის მთავრობა, პროვინციაში თანდათან ხელისუფლება ხელში აიღეს უსაფრთხოების საერთაშორისო ძალებმა და ავღანეთის უსაფრთხოების ეროვნულმა ძალებმა. პროვინციის რეკონსტრუქციის ჯგუფმა (პროვინცია შეიქმნა 2008 წელს, მანამდე ის ცალკე რეგიონად არ იყო წარმოდგენილი) მთელი რიგი შეღავათები მიანიჭა ადგილობრივ მოსახლეობას - უსაფრთხოების, განვითარებისა და სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით.

ამავე დროს, პარალელურად, ჯერ კიდევ ხშირია თალიბანის თავდასხმები ძირითად პროექტებზე. ეს არის სამხედრო თავდასხმები სასიცოცხლო მნიშვნელობის პროექტებზე, ტერორისტული აქტები სამოქალაქო მშვიდობიან მოსახლეობაზე ან ავღანეთის სახელმწიფო მოღვაწეთა მკვლელობა. მაგალითად, 2014 წლის 19 აგვისტოს განხორციელდა მსხვილმასშტაბიანი თავდასხმა ხელისუფლებაზე, რომელშიც 700-მდე თალიბი მონაწილეობდა. მათი მიზანი იყო ხელისუფლების ხელში აღება და პროვინციის გაკონტროლება. 2014 წლის დეკემბერში ნატოს ხელმძღვანელობით საჰაერო დარტყმის დროს, შიარაღებული ძალების მიერ შეცდომით მოკლული იქნა სამი მშვიდობანი მოქალაქე.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლოგარის პროვინციის ხოზის რაიონის მთავარი მდინარე კარეზი, რომელიც სოფლის მეურნეობის სარწყავად გამოიყენება და მასზე გაყვანილია მთელი არხების სისტემა.

ლოგარი შეიძლება დავახასიათოთ, როგორც ჩრდილოეთიდან და ცენტრალური რეგიონებიდან მომავალი შედარებით ბრტყელი მდინარის ხეობა, რომელსაც აღმოსავლეთით, სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით გარს აკრავს სალი კლდეები. რაიონ აზრას რეგიონის აღმოსავლეთი მთლიანად შედგება სალი კლდეებისგან, ხოლო ფაქთიას პროვინციასთან დამაკავშირებელი გზა სამხრეთით მთლიანად გადის უღელტეხილზე, რომელიც მდებარეობს 2896 მ. სიმაღლეზე.

აზრას რაიონს ავღანეთის მთავრობა მიაკუთვნებს ლოგარის პროვინციას, მაგრამ მრავალ საერთო გამოყენების რუკაზე ეს რაიონი აღნიშნულია, როგორც სამხრეთით მდებარე ფაქთიას პროვინციის რაიონი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]