აჰმედ ხანი
| აჰმადე ხანი Ehmedê Xanî |
|
| დაბადების თარიღი: | |
|---|---|
| დაბადების ადგილი: | |
| გარდაცვალების თარიღი: | |
| ეროვნება: | |
| საქმიანობა: |
პოეტი, მწერალი, ფილოსოფოსი |
| პერიოდი : |
XVII საუკუნე |
| მიმდინარეობა: | |
| Magnum opus: | |
აჰმადე ხანი (ქურთ. Ehmedê Xanî) (დ. 1650, ქ. ბაიაზიდი, ახლანდელი დოღუბაიაზიდი — გ. 1707) ქურთი პოეტი, მწერალი და ფილოსოფოსი. დაიბადა ჰაკარის პროვინციაში (დღევანდელი თურქეთი). იცოდა სპარსული, არაბული, თურქული ენები. ბაიაზიდში საკუთარი სახსრებით ააგო მეჩეთი და მედრესე. აჰმადე ხანს აქვს შეტანილი დიდი წვლილი როგორც ქურთულ, ასევე არაბულ და სპარსულ ლიტერატურაში. 1683 წელს მან შეადგინა არაბულ-ქურთული ლექსიკონი "Nûbihara Biçûkan" („ნუბარი“).
ქურთისტანში ფართოდ გავრცელებული თქმულების საფუძველზე შექმნა პატრიოტულ-რომანტიკული პოემა „მამე და ზინე“. ეს სასიყვარულო პოემა ქურთულ ლიტერატურ ეპოპეად არის ცნობილი. ავტორია პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალული ფილოსოფიური ღაზალებისა. აჰმადე ხანი იყო ერთ-ერთი პირველი ქურთი, რომელმაც ქურთისტანის დამოუკიდებლობაზე დაიწყო ლაპარაკი.
[რედაქტირება] რესურსები ინტენეტში
- (ინგლისური) აჰმადე ხანი, ქურთული ენის აკადემია
სტატიის