ფრანგიზ აჰმედოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან აჰმედოვა, ფრანგიზ)
ფრანგიზ აჰმედოვა

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 23 სექტემბერი, 1928(1928-09-23)
დაბ. ადგილი ბაქო
გარდ. თარიღი 16 დეკემბერი, 2011(2011-12-16) (83 წლის)
გარდ. ადგილი ბაქო
დასაფლავებულია საპატიო ხეივანი
ფრანგიზ აჰმედოვა ვიკისაწყობში

ფრანგიზ იუსიფ-ყიზი აჰმედოვა (აზერ. Firəngiz Yusif qızı Əhmədova დ. 23 სექტემბერი, 1928, ბაქო — გ. 16 დეკემბერი, 2011, იქვე) — აზერბაიჯანელი მომღერალი (სოპრანო), სსრკ სახალხო არტისტი (1967), სკკპ წევრი 1963 წლიდან.

1955 წელს დაამთავრა აზერბაიჯანის კონსერვატორია.[1][2][3] 1946–1951 წლებში იყო აზერბაიჯანის რადიოს გუნდის სოლისტი, 1951 წლიდან ბაქოს მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი. ფრანგიზ აჰმედოვას პარტიებია: სევილი (ფიქრეთ ამიროვის „სევილი“), ნიგიარი (უზეირ ჰაჯიბეკოვის „ქოროღლუ“), აიდა (ჯუზეპე ვერდის „აიდა“), ტატიანა (პეტრე ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“), ტოსკა (ჯაკომო პუჩინის „ტოსკა“). სსრკ IV მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და აზერბაიჯანის სსრ V მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით.[3]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Фирангиз Ахмедова – одна из первых профессиональных оперных певиц Азербайджана Russian. Azer History. ციტირების თარიღი: 4 October 2020.
  2. Imanov, Vugar. (16 November 2011) Завещание Фирангиз Ахмедовой: " Много работайте над собой, и успех придет" - последнее интервью Russian. Trend News Agemcy. ციტირების თარიღი: 4 October 2020.
  3. 3.0 3.1 Firangiz Akhmedova Russian. kino-teatr.ru. ციტირების თარიღი: 4 October 2020.