ახაშნის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ახაშნის წმინდა გიორგის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნის დასავლეთით 3 კილომეტრზე, ტყეში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვითა და აგურით. კედლები ძირითადად რიყის ქვისაა. გარეთა კუთხეები და კარ-სარკმელთა ღიობები აგურითაა ნაწყობი. XX საუკუნის 80-იან წლებში ადგილობრივმა მოსახლეობმა ეკლესია აღადგინა (არაწესიერად), რის შედეგადაც მან თავდაპირველი სახე საგრძნობლად დაკარგა. შენობას დასავლეთით აქვს ერთი შესასვლელი. კარი თაღოვანია. თაღის ნაწილი ჩამონგრეულია.ამჟამად ეკლესიას რკინის კარი აქვს შებმული. შიგნითმის წინ სამფეხურიანი კიბეა. აღმოსავლეთით მომრგვალებულ აფსიდში მაღალი და განიერი სწორკუთხა სარკმელია, რომლის ორივემხარეს თითო ოთხკუთხა ნიშაა, ხოლო ქვემოთ, კედელზე, ოთხწახნაგა ტრაპეზია მიდგმული. აფსიდი გადახურულიატლანქად სხმული კონქით. აფსიდის ბოლოებში კედლიდან ოდნავ გამოშვერილი თითო პილასტრია. დასავლეთ კედელშივიწრო სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. სამხრეთ კედელს, დასავლეთ ნაწილში, დაბალი საფეხური გასდევს. იატაკი მოგებულია ქვის სწორკუთხა ფილებით. ეკლესიის გარშემო ჩაფლულია რამდენიმე ქვევრი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]