აჩრდილთან მოსაუბრე (ტელესერიალი)
| Ghost Whisperer | |
|---|---|
| ფორმატი | ზებუნებრივი ფანტასტიკა ტრილერი დრამა |
| შემქმნელი | ჯონ გრეი |
| როლებში | ჯენიფერ ლავ ჰიუიტი დევიდ კონრადი აიშა ტაილერი (2005-2006) კამრინ მანჰაიმი (2006-) ჯეი მორი (2006 - 2008) ჯემი კენედი (2008-) კრისტოფ სანდერსი (2008-) |
| ქვეყანა | |
| სეზონების რაოდენობა | 3 |
| გადაღება | |
| აღმასრულებელი პროდიუსერი(ები) |
ჯონ გრეი იან სანდერი კიმ მოსეს ჯეიმს ვან პრაგი და სხვა. |
| პროდიუსერი(ები) | ჯო დიშნერი ჯენიფერ ლავ ჰიუიტი[1] |
| ხანგრძლივობა | დაახ. 43 წუთი |
| დისტრიბუტორი | აშშ:' CBS პარამოუნტი/CBS სტუდია through: CBS სატელევიზიო დისტრიბუცია არა-აშშ: ABC აგრეთვე: დისნეი-ABC საერთაშორისო ტელევიზია |
| ეთერი | |
| ორიგინალური არხი | CBS |
| სურათის ფორმატი | 480i (SDTV), 1080i (HDTV) |
| რესურსები ინტერნეტში | |
| ოფიციალური ვებგვერდი | |
| IMDb პროფილი | |
| TV.com summary | |
აჩრდილთან მოსაუბრე არის ემიზე ნომინირებული ამერიკული სატელევიზიო დრამა-ფანტასტიკა-ტრილერი, რომლის პრემიერაც არხ CBS-ზე 2005[2] წლის 23 სექტემბერს შედგა. შოუს შემქმნელია ჯონ გრეი. მთავარ როლებს ასრულებენ: ჯენიფერ ლავ ჰიუიტი, დევიდ კონრადი, კარინ მანჰაიმი, და ჯეი მორი. აგრეთვე აიშა ტაილერი, რომელიც 2006 წლამდე თამაშობდა სერიალში. აჩრდილთან მოსაუბრე ყოველ პარასკევ საღამოს გადის ეთერში.
შოუს სათაური დაკავშირებულია მთავარ გმირთან მელინდა გორდონთან (თამაშობს ჯენიფერ ლავ ჰიუიტი), რომელიც ცხოვრობს უცნაურ ქალაქში Grandview-ში ქმართან ჯიმთან (დევიდ კონრადი) ერთად და შეუძლია მკვდრებთან კონტაქტი და მათთან საუბარი. არსებობს რამდენიმე მსგავსი შოუ, სადაც ახალგაზრდა ქალს აქვს ზებუნებრივი ნიჭი, ესენია NBC-ის შოუ მედიუმი, და გაუქმებული შოუები ჯოანი არკადიიდან, თრუ ქოლინგი, 1-800-დაკარგული და ვონდერფოლსი.
"აჩრდილთან მოსაუბრის" მეორე სეზონის პრემიერა შედგა 22 სექტემბერს 2006 წლის და დამთავრდა 11 მაის 2007 წლის, რომელიც კვლავ იგივე დროს გადიოდა პარასკეობით.[3] CBS-მა ოფიციალურად განაახლა შოუ და მისი პრემიერა 2007 წლის 28 სექტემბერს დანიშნა. სცენარისტების გაფიცვის გამო მხოლოდ 12 სერია გავიდა. ხოლო მას შემდეგ რაც მორჩა გაფიცვა, CBS-მ განაცხადა რომ შოუ 2008 წლის 4 აპრილს ახალი 6 სერიით დაბრუნდებოდა.[4] 2008 წლიეს 15 თებერვალს CBS-მა გამოაცხადა აჩრდილთან მოსაუბირს მეოთხე სეზონი.[5]
აჩრდილთან მოსაუბრის განმეორებით აჩვენებენ, არა მარტო ION სატელევიზიო არხზე, არამედ Sci Fi-ზე და WE TV-ზე.[6]
2008 წლის 2 ივნის გამოცხადდა რომ ჯემი კენედი შეუერთდება სერიალს, რომელიც შეასრულებს ფსიქოლოგიის ფაკულეტეტის სტუდენტის ელის როლს, მეოთხე სეზონში და ჯეი მორი, პროფესორ რიკ პეინის როლის შემსრულებელი, რამდენიმე სერიაში გამოჩნდება მეოთხე საზონში და შემდეგ იგი დატოვებს სერიალს.[7] აჩრდილთან მოსაუბრის მეოთხე სეზონი, სადაც 24 სერია შევა, დაიწყება 2008 წლის 3 ოქტომბერს.[8][9]
სექციების სია |
[რედაქტირება] სიუჟეტის მიმოხილვა
აჩრდილთან მოსაუბრე არის ეპიზოდური სერიალი, რომელიც მოგვითხრობს ახალგაზრდა ქალის, მელინდა გორდონის ცხოვრების შესახებ, რომელსაც აქვს უნარი დაინახოს და ეკონტაქტოს მკვდრებს. ყოველ ეპიზოდში წარმოდგენილია ერთი ან რამდენიმე მოჩვენება, რომელიც მელინდას დახმარებით ეკონტაქტებიან ოჯახის წევრებს, რის შემდეგაც იგინი განისვენებენ და "კვეთენ" ამ სამყაროს. ეს მეტაფრაზა გაიგივებულია "სამოთხესთან".
მიუხედავად სერიალის ეპიზოდური სტრუქტურისა, სიუჟეტი მოიცავს ორ ან სამ ეპიზოდს (სერიის დასაწყისში და სერიის ბოლოს), რომელიც ვითარდება შემდგომ მთელი სეზონის განმავლობაში. პირველი სეზონი წარმოგვიდგენს ანტაგონისტ რომანოს, ნეგატიურ ძალას შავი ქუდით, რომელიც ცდილობს მელინდას საწინააღმდეგო გააკეთოს და სულებს კრიბავს, რათა ისინი თავისთან შავ სამყაროში წაიყვანოს. ეს ისტორია მთავრდება პირველი სეზონის ფინალში, როდესაც Grandview-ში თვითმფრინავი ვარდება და მელინდა და რომანო, ორივე ცდილობენ სულების გადაბირებას. აგრეთვე პირველი სეზონის ბოლოს, თვითმფრინავის ჩამოგდების დროს იღუპება მელინდას საუკეთესო მეგობარი ანდრეა მარინო, რომელიც მეორე სეზონის დასაწყისში რომანოს ხელთაა.
მეორე სეზონში ორი ახალი პერსონაჟი (Delia Banks და პროფესორი Rick Payne) გამოდის ასპარეზზე, რომლებიც სეზონის ბოლოში შეიტყობენ მელინდას შესაძლებლობის შესახებ. მეორე სეზონი ორიენტირებულია "ვუალზე"-ზე, ცოცხალთ და მკვდრებს შორის. მეორე სეზონის ბოლოს ახალ აჩრდილთან მოსაუბრეს ვეცნობდით. მისი გამოჩენა გრანდვიუში ყველაფერს თავდაყირა აყენებს.
ყოველი ეპიზოდის დასაწყისი ტრიალებს მელინდასა და მოჩვენებას შორის, რომელიც სეზონის ბოლოს კვეთავს ამქვეყნიერებას. ჩვეულებრივ, მელინდა ცდილობს ხოლმე ინფორმაციის შეგროვებას და მას შემდეგ რაც ეპიზოდი ბოლოსკენ მიდის, მოჩვენებები მელინდას უყვებიან თავიანთ ისტორიას, რის შემდეგაც ისინი სიმშვიდეს პოულობენ .ხშირად მესიჯი, რომელიც უნდათ მოჩვენებებს რომ მელინდამ გადასცეს, არის არეულ დარეული და ხშირად მელინდა აწყდება წინააღმდეგობებს იმ ადამიანების მიამრთ, ვისთანაც ეს მოჩვენებები არიან დაკავშირებულები. ეპიზოდის ბოლოს, მელინდა წარმატებით ასრულებს ხშირად თავის ამოცანას და მოჩვენებებიც კვეთენ დედამიწას.
[რედაქტირება] ეპიზოდები
| # ეპიზოდები | დრო (EDT) | სეზონის პრემიერა | სეზონის ფინალი | რანგი | მაყურებლები (in millions) |
|
|---|---|---|---|---|---|---|
| სეზონი 1 | 22 | პარასკევი 20 სთ | სექტემბერი 23, 2005 | მაისი 5, 2006 | #41 | 10.2[10] |
| სეზონი 2 | 22 | პარასკევი 20 სთ | სექტემბერი 22, 2006 | მაისი 11, 2007 | #44 | 9.9 [11] |
| სეზონი 3 | 18 | პარასკევი 20 სთ | სექტემბერი 28, 2007 | მაისი 16, 2008 | #64 | 8.6 [12] |
| სეზონი 4 | 24 | პარასკევი 20 სთ | ოქტომბერი 3, 2008 | TBA |
[რედაქტირება] მწარმოებლების შესახებ
სერიები დაფუძნებულია ჯეიმს ვან პრაგი-ის ნაწარმოების "სულებთან მეკავშირეს" მიხედვით,[13] რომელიც აგრეთვე შოუს აღმასრულებელი პროდიუსერია.[14] და გამუდმებით ანახლებს ბლოგს CBS-ის მევეობით.[15] აგრეთვე არის ცნობები იმის შესახებ, რომ შოუ ნაწილობრივ დაფუძნებულია მერი ენ ვილკოვსკი-ს ნაწარმოებზე მოჩვენებებთან მოსაუბრე.[16]. შოუ შექმნა 2 წლით ადრე მოხდა, სანამ მისი პრემიერა შედგებოდა.[17]
ამჟამად შოუ მზადდება სანდერ/მოზეზის დახმარებით, რომელიც თანამშრომლობს BS Paramount Network Television-თან და ABC სტუდიასთან.
შოუს გადაღება მიმდინარეობს უნივერსალ სტუდიაში ჰოლივუდში.[18] სცენა, რომელიც გამოყენებულია ამ სერიალში, არის იგივე რაც იყო ფილმში უკან მომავალში. მაგალითად საათი, რომელიც ამ ფილმში არის, სერილაში მთლიანად დაფარეს. ხოლო შოუს მონაწილეები ამბობნე, რომ ხანდახან მათ სულები მართლაც სტუმრობენ.[19]
ხმის ეფექტები მომზადებულია Smart Post Sound-ის მიერ.[20] და სპეც ეფექტები Flash Film Works-ის მიერ.[21]
თმის სტილისტი მაიკელ რეიტცი, რომელიც მთავარ გმირს მელინდა გორდონს უკეთებს თმებს, ხუთჯერ იყო ნომინირებული ემიზე, როგორც საუკეთესო თმის სტილისტი.
პირველი სეზონის ფინალის შემდეგ, ჯონ გრეიმ, შოუს შემქმნელმა, ორ წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი CBS-თან, რომელიც გარანტიას გვაძლევს რომ იქნება მესამე სეზონი.[22] მესამე სეზონს ეყოლება აგრეთვე ახალი აღმასრულებელი პროდიუსერი P.K. Simonds-ი.[23]
[რედაქტირება] ცხოვრება სიკვდილის შემდეგ აჩრდილთან მოსაუბრეში
ორი ადგილი იგულისხმება შემდეგ ცხოვრებაში: ნათელი და ბნელი მხარეები. ეს ორი ადგილი მნიშნველოვან როლს თამაშობს შოუში.
[რედაქტირება] ნათელი მხარე
როდესაც მელინდა ეხმარება მოჩვენებებს ამ სამყაროს გადაკვეთაში, ისინი ხედავენ შუქს. შუქი ასოცირდება სამოთხესთან. ეს შუქი შეუმჩნეველია მაყურებელთათვის, მხოლოდ რამდენიმეჯერ იყო შოუში ნაჩვენები The Vanishing, The One, Giving up the Ghost და The Gathering ეპიზოდებოს დროს.
[რედაქტირება] ბნელი მხარე
ყველა სული არ კვეთს სამყაროს ნათელი შუქით. ზოგიერთი ბნელ მხარეში ხვდება. ბნელი მხარე ასოცირდება ჯოჯოხეთთან. სულები, რომლებიც დამწყვდეულები არიან ამ ციხეში სიძულვილით და სიბრაზით ხასიათდებიან.
[რედაქტირება] ჯილდოები
| წლები | ჯგუფი | ჯილდო | რეზულტატი | რისთვის |
|---|---|---|---|---|
| 2006 | სამეცნიერო ფანტასტიკის და საშინელებათა ფილმების აკადემია | საუკეთესო ქალი მსახიობი ტელევიზიაში | მოიგო | ჯენიფერ ლავ ჰიუიტი |
| ემის დაჯილდოება | მთავარი სათაურის დიზაინერი | ნომინაცია | ||
| კიდს ჩოის ოვარდსი | ფავორიტი სატელევიზიო მსახიობი ქალი | ნომინაცია | ჯენიფერ ლავ ჰიუიტი | |
| თინ ცოის ოვარდსი | ტვ - ახალბედა შოუ | ნომინაცია | ||
| ახალგაზრდა მსახიობთა დაჯილდოება | საუკეთესო შესრულება სატელევიზიო სერიალში (კომედიასი ან დრამაში) - მოწვეული ახალგაზრდა მსახიობი | მოიგო | ჯოსეფ კოსტანონი | |
| 2007 | სამეცნიერო ფანტასტიკის და საშინელებათა ფილმების აკადემია | საუკეთესო მსახიობი ქალი ტელევიზიაში | მოიგო | ჯენიფერ ლავ ჰიუიტი |
| ემის დაჯილდოება | მუსიკალური კომპოზიცია სერიალისთვის | ნომინაცია | ეპიზოდი: სიყვარული არასდროს კვდება | |
| თინ ჩოის ოვარდსი | რჩეული ტვ მსახიობი ქალი: დრამა | ნომინაცია | ჯენიფერ ლავ ჰიუიტი | |
| 2008 | სამეცნიერო ფანტასტიკის და საშინელებათა ფილმების აკადემია | საუკეთესო მსახიობი ქალი ტელევიზიაში | მოიგო | ჯენიფერ ლავ ჰიუიტი |
| ტვ ლანდ ოვარდსი | ფავორიტი პერსონაში "სხვა მხრიდან" | ნომინაცია | ჯენიფერ ლავ ჰიუიტი | |
| ახალგაზრდა მსახიობთა დაჯილდოება | საუკეთესო თამაში ტვ სერიალში - მოწვეული ახალგაზრდა ქალი მსახიობი | ნომინაცია | ჯენა ბოიდი |
[რედაქტირება] ინტერნეტით გავრცელება
[რედაქტირება] სხვა მხარე
ვებიზოდები-ს სერიები სათაურით აჩრდილთან მოსაუბრე: სხვა მხარე გამოვიდა აჩრდილთან მოსაუბრის ვებგვერდზე.[24] ჯამში 8 ვებიზოდი არის დამზადებული და გამოშვებული საყურებლად. ისტორია მოგვითხრობს ზაკზე (მარკ ჰაპკა), ახალგაზრდა მიმტან ბიჭზე, რომელიც კვდება ამანათის მიტანისას. ის მალევე მიხვდება რომ სულია და გადაწყვეტს შური იძიოს დენიზე, რადგან ფიქრობს რომ მან მოკლა იგი და აგრეთვე საუკეთესო მეგობარზე. მელინდა, სატელევიზიო სერილიდან არ ჩნდება ინტერნეტ სერიებში, თუმცა მოჩვენებები, რომლებიც თამაშობენ სატელევიზიო სერიებში, ვებიზოდებში ჩნდებიან
მეორე სეზონი სხვა მხარე-სი CBS-ს ვებსაიტებზე 2008 წლის 18 იანვრიდან გამოვიდა.[24]
[რედაქტირება] andshamethedevil.net
აღმოჩნდა რომ საიტი andshamethedevil.net[25] დაკავშირებულია სერიალთან. ეს საიტი მესამე სეზონის დასაწყისში არის ნახსენები და თუ გადაწვყეტთ ამ საიტის მონახულებას და დააჭერთ სიტყვას სისხლიანი გადაგიყვანთ სხვა საიტზე rubloodymary.com
აგრეთვე აღმოჩნდა რომ თუ დააჭერთ ვარკვლავს, რომელიც მარჯვნივ ზედა კუთხეში ჩანს, საიტი ნაწილებად დაიშლება. ეს ნაწილები შეგიძლიათ გადაათრიოთ მაუსით.
"შემხვდი ქვესკნელში"
აგრეთვე პატარა ასოებით წაიკითხავთ სიტყვას: "სისხლიანი მერი, სისხლიანი მერი, სისხლიანი მერი."
[რედაქტირება] rubloodymary.com
სხვა საიტი, რომელიც აგრეთვე კავშირშია სერიალ აჩრდილთან მოსაუბრესთან. rubloodymary.com-ის საიტი ნახსენებია მესამე სეზონის მეორე სერიაში - "არ ცადო ეს სახლში" - რომელშიც მოთხრობილია სისხლიანი მერის ქალაქური ლეგენდა. თუ ამ საიტს მოინახულებთ, დააჭერთ სურათზე და მაუსით აქეთ იქით გადაატარებთ, სურათი ნელ-ნელა წაიშლება, რომლის ქვეშ გამოჩნდება სხვა სურათი წარწერით ....სანამ ის ხაფანგშია.
აგრეთვე იქ არის ლინკი სახელწოდებით ისტორია, მასზე დაჭერით გადავდივართ წიგნზე, რომელსაც ქვია სისხლიანი მერი. ბოლოს წაიკითხავთ შემდეგს იმედია ის ეკლესიაში არ დადიოდა.
საბოლოოდ იქ ნახავთ ბმულს ლინკები, რომელსაც სხვადასხვა ვებ გვერდებზე გადავყავართ, მათ შორის აჩრდილთან მოსაუბრის ოფიციალურ გვერდზე ghostwhisperer.com.
[რედაქტირება] DVD გამოშვებები
პირველი რეგიონის დვდ გამოშვების დისტრიბუტორიაParamount Home Entertainment/CBS DVD, ხოლო სხვა რეგიონების Walt Disney Studios Home Entertainment.
| სეზონები | სპეციფიკაციები | დამატებითი დეტალები | გამოშვების თარიღები |
|---|---|---|---|
| 1[26][27] |
|
|
|
| 2[28] |
|
|
|
| 3[28] |
|
|
|
- აჩრდილთან მოსაუბრის მეორე სეზონის დვდ გამოვიდა 18 სექტემბერს 2007 წელს აშშ-ში, რომელსაც თან ახლდა დამატებები, ეს იყო კრისტალური ბურთი, მელინდას საკუჭნაო, ვებ სერიები და სხვა.
[რედაქტირება] სამაუწყებლო ისტორია
- სექტემბერი 23, 2005 - დღემდე—პარასკევი 20 საათი
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ Ghost Whisperer
- ↑ Ghost Whisperer Cast & Details, TV Guide website, accessed 7 February, 2008
- ↑ Ghost Whisperer Episode Guide - Ghost Whisperer Season Episodes - TV.com
- ↑ CBS Sets Series Return Dates. წაკითხვის თარიღი: 2008-02-13.
- ↑ http://tvseriesfinale.com/articles/cbs-renews-11-tv-series-for-the-2008-2009-season-what-about-the-rest/#more-1323
- ↑ "Ghost Whisperer" to Haunt ION, Sci Fi and WE, Broadcasting & Cable, May 5 2008
- ↑ http://www.buddytv.com/articles/ghost-whisperer/ghost-whisperer-jamie-kennedy-20458.aspx
- ↑ http://www.tv.com/story/11434.html?om_act=convert&om_clk=news&tag=headlines;title;2
- ↑ http://www.tv.com/ghost-whisperer/show/33483/story/11434.html?om_act=convert&om_clk=headlinessh&tag=headlines;title;0om_act=convert&om_clk=headlinessh
- ↑ “2005-06 primetime wrap“, May 26, 2006.
- ↑ “Hollywood Reporter: 2006-07 primetime wrap“, May 25 2007.
- ↑ Televisionista: TV Ratings: 2007-2008 Season Top-200
- ↑ http://www.etonline.com/tv/35533/index.html
- ↑ http://www.vanpraagh.com/Ghost_CBS.cfm
- ↑ Ghost Whisperer on Ghost Whisperer on CBS
- ↑ Real-life ‘Ghost Whisperer’ inspires CBS - TV dramas - MSNBC.com
- ↑ Ghost Whisperer on Ghost Whisperer on CBS
- ↑ Universal Studios Hollywood - What's New
- ↑ SCI FI Wire | The News Service of the SCI FI Channel | SCIFI.COM
- ↑ Ghost Whisperer Television Show-Mix Checks in on Creating Audio Sounds for Ghost Whisperer TV Show
- ↑ Flash Film Works - Ghost Whisperer
- ↑ Sci-Fi / Fantasy
- ↑ SCI FI Wire | The News Service of the SCI FI Channel | SCIFI.COM
- ↑ 24.0 24.1 The Other Side 2 - Ghost Whisperer on CBS
- ↑ and|SHAME|the|devil
- ↑ Ghost Whisperer -Season 1 DVD Information |TVShowsOnDVD.com
- ↑ DVD : GHOST WHISPERER; S1 6DVD - Sanity.com.au - More Movies - More Music
- ↑ 28.0 28.1 Ghost Whisperer DVD news: Announcement for Ghost Whisperer - The 2nd Season | TVShowsOnDVD.com
სტატიის