ეგევსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ახალგაზრდა გმირის ან მეომრის, შესაძლოა, თესევსის, ათენში ჩამოსვლა ან გამგზავრება, რომელიც ეგეოსმა ხმლით ამოიცნო. 410–400 ძვ.წ. რუვოდან (სამხრეთი იტალია).

ეგევსი (ბერძნ. Αἰγεύς) — ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ათენის მეფე, თესევსის მამა. კუნძულ კრეტაზე ურჩხულ მინოტავრის მოსაკლავად გამგზავრებისას თესევსს ეგევსმა სთხოვა, თუ მშვიდობით დაბრუნდებოდა, გემზე შავის ნაცვლად თეთრი იალქანი გაეშალა. გამარჯვებულ თესევსს დაავიწყდა პირობა. შავი იალქნის დანახვაზე ეგევსმა იფიქრა, შვილი დამეღუპაო და ზღვაში დაიხრჩო თავი. ასე დაერქვა ამ ზღვას ეგეოსის ზღვა. ეგევსი პოსეიდონის ერთ-ერთი სახელიც იყო. ათენში არსებობდა ეგევსის კულტი და ტაძარი, რასაც ეგეიონი ეწოდებოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება]