ასტერიქსი
| ასტერიქსი (Astérix) |
|
|
|
|
| გამომცემელი | Dargaud (საფრანგეთი) |
|---|---|
| გამოცემის თარიღი | 29 ოქტომბერი 1959 |
| რაოდენობა | 34 |
| სერიიდან | ასტერიქსი |
| გვერდი | ოფიციალური ვებ-გვერდი გვერდი |
| შემქმნელი(ები) | რენე გოსინი და ალბერტ უდერზო |
| ენა | ფრანგული |
ასტერიქსის თავგადასავალი (ფრანგ. Astérix ან Astérix le Gaulois) არის ფრანგული კომიქსების სერია, რომელიც შექმნეს რენე გოსინიმ (სცენარი) და ალბერ უდერზომ (ნახატები). სერია პირველად გამოვიდა ფრანგულ ენაზე, ჟურნალში ’’პილოტი’’, 1959 წლის 29 ოქტომბერს. 2008 წლამდე გამოიცა ამ ისტორიების 33 ცალკეული ჟურნალი-კომიქსი.
კომიქსი მოგვითხრობს ძველ გალიაზე, რომელიც ოკუპირებულია რომაული იმპერიის მიერ. დარჩენილია გალების ერთად-ერთი სოფელი, რომელიც ამ ოკუპაციას სრულ წინააღმდეგობას უწევს. დიდ როლს ამ წინააღმდეგობაში ასრულებს დრუიდ გეტაფიქსის მიერ დამზადებული ჯადოსნური სასმელი, რომელსაც გალები დრო და დრო სვამენ - ამით მათი ძალა ათმაგი ხდება და მათ ნებისმიერი სიმძიმის აწევა ან მძლავრი მტრის დამარცხება შეუძლიათ.
მთავარი გმირები არიან ასტერიქსი და მისი მეგობარი, მსუქანი და მხიარული ობელიქსი. სხვადასხვა წიგნში ისინი მოგზაურობენ ამა თუ იმ ქვეყანაში. კომიქსები გაჯერებულია სპეციფიური იუმორით, რომელიც, მოყვარულთა თქმით, ბევრად განასხვავებს მათ ეკრანიზაციებისგან - ანიმაციური და მხატვრული ფილმებისგან.
ასტერიქსის ისტორიები იქცა ფრანგულ-ბელგიურ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნაბეჭდ პროდუქციად. კომიქსები ნათარგმნია ასზე მეტ ენაზე და უშუალოდ პოპულარულია ევროპაში, თუმცა ასევე ცნობილია აშშ-სა და იაპონიაში.
კომიქსების წარმატების ტალღაზე თავდაპირველად გამოვიდა რვა ანიმაციური ფილმიც, ხოლო 2000-იან წლებში - მხატვრული ფილმების ტრილოგია. საფრანგეთში, პარიზთან ასევე ფუნქციონირებს ასტერიქსის პარკი.
სექციების სია |
[რედაქტირება] ისტორია
ასტერიქსის სერიების შექმნამდე გოსინი და უდერზო უკვე ცნობილები იყვნენ კომიქსების ’’უმპა-პა’’ სერიით, რომელიც გამოიცემოდა ’’ტენტენი’’-ს ჟურნალში.
’’ასტერიქსი’’ პირველად გამოჩნდა ჟურნალში ’’პილოტი’’ (1959 წელი). 1961 წელს გამოვიდა ცალკეული ჟურნალი, პირველი ვრცელი კომიქსი ასტერიქსის თავგადასავალზე, სათაურით გალი ასტერიქსი, იმ დროიდან, წელიწადში ერთი დიდი კომიქსი გამოდიოდა. [1]
გოსინის გარდაცვალების შემდეგ უდერზომ კვლავ განაგრძო სერიებზე მუშაობა. მას არ სურდა, რომ ვინმეს ეს საქმე მისი გარდაცვალების შემდეგ გაეგრძელებინა, მაგრამ მისი მიდგომა ამ საკითხისადმი შეიცვალა. ფრანგულ გაზეთში Le Monde მისმა ქალიშვილმა, სილვიამ გამოხატა მწუხარება, რომ თავის დროზე უდერზომ უფლებები კომიქსების გამოცემაზე და ოჯახურ გამომცემლობაზე მიჰყიდა სხვა პირებს. მისივე თქმით, ’’ფრანგული კომიქსების გმირმა გალები გაცვალა თანამედროვე რომაელებზე - ინდუსტრიასა და ფინანსებზე’’.
[რედაქტირება] კომიქსების სია
ქვემოთ წარმოდგენილია კომიქსების მთავარი, 33 გამოცემა.
ნომრები 1-24 და 32 შეიქმნა გოსინისა და უდერზოს მიერ. ნომრები 25-31 და 33 შექმნილია მხოლოდ უდერზოს მიერ. ასევე მითითებულია პირველი გამოცემის წლები.
ასევე გამოიცა ასტერიქსის 12 გმირობა - როგორც კომიქსის, ასევე ანიმაციურ ფილმის სახით. კომიქსი გამოვიდა 1976 წელს და ტექნიკურად, ითვლება ასტერიქსის 26ე ტომად, მაგრამ მას იშვიათად ბეჭდავდნენ.
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ ასტერიქსის მეგზური, პეტერ კესლერი
[რედაქტირება] ბმულები
- ოფიციალური ვებ-გვერდი
- Wikia ასტერიქსის შესახებ
- ასტერიქსი სხვადასხვა ენაზე
- asterix.co.nz– საინფორმაციო ვებ-გვერდი ინგლისურენოვანი მკითხველისათვის
- ყოველი კომიქსის დეტალური ანალიზი Each Asterix book is examined in detail
- კულტურული ალუზიები ასტერიქსში (ფრანგულ ენაზე)
- ასტერიქსის ანოტაციები – კომიქსში წარმოდგენილი რეალური მოვლენების დეტალური ახსნა
|
||||||||||||||||||||||||||