ხმალი და ვარდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ხმალი და ვარდი“
„La Rose et le Glaive“

გამომცემელი Les Éditions Albert René
გუნდი
ტექსტის ავტორ(ებ)ი რენე გოსინი
მხატვარი(ები) ალბერ უდერზო
პირველი გამოცემა
გამოცემის თარიღები 1991
ენა ფრანგული
ISBN ISBN 978-2864970538
ქრონოლოგია
წინა „ასტერიქსი და მფრინავი ხალიჩა“ (1987)
შემდეგი „ასტერიქსის გალერა“ (1996)

ხმალი და ვარდი“ (ფრანგ. „La Rose et le Glaive“) — რიგით 29-ე წიგნი ასტერიქსის შესახებ კომიქსების სერიაში. მასში მოთხრობილი ისტორიების ავტორი რენე გოსინია, ხოლო მხატვარი - ალბერ უდერზო. კომიქსი გამოიცა 1991 წელს, გამომცემლობის Les Éditions Albert René მიერ.

სიუჟეტის მიხედვით, გალების სოფელში სკოლის მასწავლებლის სახით ჩნდება ახალგაზრდა მაესტრია, რომელიც ასტერიქსს შეუყვარდება. მაგრამ ფემინისტი მაესტრია მთელი სოფლის ქალბატონებს მამაკაცებზე დომინირებისკენ უბიძგებს. ყველა მამაკაცი ტოვებს სოფელს. ამასობაში იულიუს კეისარი გადაწყვიტავს, სოფლის რომაელი ქალების დახმარებით დამორჩილებას. სოფელში მისული რომაელები შეხვდებიან ადგილობრივ ქალბატონებს და, ნაცვლად ბრძოლისა, დაკავებულები არიან ლუტეციის მოდის უკანასკნელი ნიმუშების შეძენით, რასაც მოჰყვება მათი სოფლიდან მშვიდობიანი წასვლა. მამაკაცები სოფელში ბრუნდებიან, ხოლო მთელი რომი კეისარს დასცინის, ვინაიდან მისი მხრიდან უკიდურეს ნაბიჯად იქცა სოფლის ქალების დახმარებით აღება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]