ბელადთა ბრძოლა (ასტერიქსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ბელადთა ბრძოლა“
„Le Combat des chefs“

გამომცემელი Hachette
გამოცემის თარიღი 1966
გუნდი
ტექსტის ავტორ(ებ)ი რენე გოსინი
მხატვარი(ები) ალბერ უდერზო
პირველი გამოცემა
პირველად გამოიცა ჟურნალი Pilote
გამოცემა 261-302
გამოცემის თარიღები 1964
ენა ფრანგული
ISBN ISBN 2012101399
ქრონოლოგია
წინა „ასტერიქსი და კლეოპატრა“ (1965)
შემდეგი „ასტერიქსი ბრეტონში“ (1966)

ბელადთა ბრძოლა“ (ფრანგ. „Le Combat des chefs“) — რიგით მეშვიდე წიგნი ასტერიქსის შესახებ კომიქსების სერიაში. მასში მოთხრობილი ისტორიების ავტორი რენე გოსინია, ხოლო მხატვარი - ალბერ უდერზო. კომიქსი იბეჭდებოდა ჟურნალში Pilote (1964, გამოშვებები 261-302), ხოლო ალბომის სახით გამოიცა 1966 წელს, გამომცემლობის Hachette მიერ.

სიუჟეტის მიხედვით, რომაელები გალებს სთავაზობენ ორი ბელადის შერკინებას. იციან რა, რომ გალებს აქვთ ჯადოსნური სასმელი, რომელიც მათ ძალას მატებს, რომაელები ბრძოლამდე სოფელში მიდიან და აპირებენ პანორამიქსის, გალების ქურუმის მოტაცებას, მაგრამ ობელიქსი პანორამიქსს შემთხვევით ესვრის მენჰირს, რის გამოც უკანასკნელი კარგავს მეხსიერებას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]