არღავანი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არღავანი
Cercis siliquastrum2.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
ლათინური სახელი
Cercis siliquastrum
დაცვის სტატუსი

არღავანი, იუდას ხე (Cercis siliquastrum), ფოთოლმცვივანი ხე ან ბუჩქი ცეზალპინიასებრთა ოჯახისა. სიმაღლე - 7-8 მ-მდე, ქერქი მურა-ყავისფერი, ფოთლები — მომრგვალო-თირკმლისებრი, ძირში ღრმად გულისებრი, 8-10 სმ სიგრძე-სიგანისა. ახასიათებს კაულიფლორია. აპრილში, ფოთლის გამოტანამდე გამოაქვს მოვარდისფრო ყვავილი. 10-12 სმ სიგრძის პარკი სექტემბერში მწიფდება. გავრცელებულია მცირე აზიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში ქვა-ღორღიან და კირიან ნიადაგებზე. გვხვდება აგრეთვე კავკასიაში, ყირიმსა და შუა აზიაში გაველურებული სახით.

საქართველოში ხარობს მთის ქვედა სარტყელში აფხაზეთში, აჭარასა და ქართლ-კახეთში. იტანს ჰაერის სიმშრალეს, სითბომომთხოვნია, ნელა იზრდება, ეფექტური დეკორატიული მცენარეა, მეტადრე ყვავილობის დროს. არღავანის მერქანს იყენებენ სადურგლო საქმეში.

[რედაქტირება] საინტერესო ფაქტები

  • ბიბლიურ მითოლოგიაში იუდას ხე ეწოდება ვერხვს, რომელზეც ლეგენდის მიხედვით თავი ჩამოიხრჩო იუდამ, რის შემდეგაც ამ ხეზე მუდამ თრთის ფოთოლი, ქერქის ქვეშ კი ხე სისხლივით წითელია.[1]

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • მირზაშვილი ვ., ქსე, ტ. 1, გვ. 612, თბ., 1975

[რედაქტირება] სქოლიო

  1. Mabberley, D.J. (2008). Mabberleys's plant-book, 3, Cambridge University Press, გვ. 170. ISBN 9780521820714. 
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე