არგენტინის ეროვნული კონგრესი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არგენტინის ეროვნული კონგრესი
Congreso de la Nación
ტიპი
ორგანოს ტიპი ორპალატიანი
პალატები სენატი
დეპუტატთა პალატა
ხელმძღვანელები
სენატის პრეზიდენტი ხულიო კობოსი, რადიკალური სამოქალაქო კავშირი.
2007-დან
დეპუტატთა პალატის პრეზიდენტი ედუარდო ფელინერი, ხუსტისიალისტური პარტია.
2007-დან
სტრუქტურა
წევრები 72 სენატორი
257 დეპუტატი
არჩევნები
სენატის ბოლო არჩევნები 28 ივნისი, 2009
პალატის ბოლო არჩევნები 28 ივნისი, 2009
სხდომების ადგილი
Congreso Nacional Buenos Aires.jpg
საიტი
www.congreso.gov.ar

არგენტინის ეროვნული კონგრესი (ესპ. Congreso de la Nación Argentina) — არგენტინის საკანონმდებლო ორგანო. შედგება ორი პალატისგან: 72 ადგილიანი სენატისა და 257 ადგილიანი დეპუტატთა პალატისგან.

კონგრესის შენობა მდებარეობს ბუენოს-აირესში, დე-მაიოს გამზირის დასავლეთ ნაწილის ბოლოში.

ჩვეულებრივი სესიები გრძელდება 1 მარტიდან 30 ნოემბრამდე, მაგრამ შესვენების დროს, საჭიროების შემთხვევაში არგენტინის პრეზიდენტს შეუძლია მოიწვიოს საგანგებო სესია.[1] სათანადო მანდატის განმავლობაში, სენატორები და დეპუტატები სარგებლობენ საპარლამენტო იმუნიტეტით, რომელიც შესაძლებელია მოხსნილ იქნას თავიანთ კოლეგების მიერ, თუ ისინი წასწრებულ იქნებიან კრიმინალურ ფაქტზე.

კონგრესი უფლებამოსილია დაამტკიცოს ან უკუაგდოს ნებისმიერი საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც არგენტინა სხვა ქვეყნებთან თუ ორგანიზაციებთან აფორმებს. კონგრესის მოვალეობაში შედის ასევე გამოსცეს დეკლარაცია არგენტინის შეიარაღებული ძალების მობილიზაციის შესახებ ქვეყნის ტერიტორიის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ.[2]

კონგრესის შენობა 1898-1906 წლებში აშენდა, ესთეტიკური დეტალების დონეზე კი მხოლოდ 1946 წელს დასრულდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Argentine Constitution, art. 63
  2. Argentine Constitution, art. 75, i.15