ანიეს ვარდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანიეს ვარდა
დაბადების სახელი არლეტ ვარდა
დაბადების თარიღი 30 მაისი, 1928
იქსელსი, ბრიუსელი, ბელგია
გარდაცვალების თარიღი 29 მარტი, 2019
პარიზი, საფრანგეთი
დაკრძალულია პარიზი, საფრანგეთი
ეროვნება ბელგიელი
საქმიანობა რეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი, პროდიუსერი, ფოტოგრაფი, მონტაჟისტი
აქტიური 1951-2019
ცნობილი ნაშრომები

„კლეო 5-დან 7-მდე“ „ვაგაბონდი“

„სახეები, ადგილები“
მეუღლე(ები) ჟაკ დემი (1962-1990)
შვილ(ებ)ი როსალია ვარდა, მეთიუ დემი

ანიეს ვარდა (ფრანგ. Agnès Varda; დ. 30 მაისი, 1928, იქსელსი, ბრიუსელი, ბელგია — გ. 29 მარტი, 2019, პარიზი, საფრანგეთი; დაბადების სახელი - არლეტ ვარდა) — წარმოშობით ბელგიელი, ფრანგი კინორეჟისორი, სცენარისტი, ფოტოგრაფი და მხატვარი. მისმა ნამუშევრებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფრანგული ახალი ტალღის განვითარებაში 1950-1960 წლებში. ვარდას ფილმები გამოირჩევა დოკუმენტური რეალიზმით, რომლებიც ხშირად საუბრობენ ქალთა პრობლემებსა და სხვა სოციალურ გამოწვევებზე.

ის ფილმებში იღებდა არაპროფესიონალ მსახიობებს, რაც 1950-იანების ფრანგული კინოსთვის შეუსაბამო და უჩვეულო იყო. ვარდას დებიუტი შედგა 1955 წელს, ფილმით „La Pointe Courte“. ვარდა ასევე ცნობილია დოკუმენტური ფილმებითაც: „შავი პანტერები“ (1968), „ანიესის სანაპიროები“ (2008), „სახეები, ადგილები“ (2017). მისი ბოლო ფილმია 2019 წელს გადაღებული „ვარდა ანიესის მიერ“.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანიეს ვარდა დაიბადა 1928 წლის 30 მაისს ბრიუსელში, ბელგიაში. 18 წლის ასაკში არლეტ ვარდად დაბადებულმა კინორეჟისორმა სახელი შეიცვალა.

ვარდამ ბაკალავრის დიპლომი აიღო სორბონის უნივერსიტეტში, სადაც ის შეისწავლიდა ლიტერატურასა და ფსიქოლოგიას.

ვარდამ კარიერა ფოტოგრაფიით დაიწყო, რომელსაც იგი ვაუგირარდის ფოტოგრაფიის სკოლაში სწავლობდა. ფოტოგრაფად მუშაობისას, ვარდა ფილმების გადაღებითაც დაინტერესდა. მიუხედავად ამისა, როგორც თავად აღნიშნავს, მაშინ არაფერი იცოდა ამ სფეროზე და ოცდახუთი წლის ასაკში მხოლოდ ოცამდე ფილმი თუ ჰქონდა ნანახი. მოგვიანებით თავისი პირველი სცენარი დაწერა.[1]

ვარდა ამბობს, რომ მისი პირველი ნამუშევარი ინსტიქტური და ფემინური იყო. ინტერვიუში, რომელიც მან The Believer-ს მისცა, აღნიშნა, რომ ყოველთვის სურდა, გადაეღო ფილმები, რომლებიც შესაბამისობაში მოდიოდა იმ დროსთან, რომელშიც თავად ცხოვრობდა, და არ უნდოდა, მიჰყოლოდა ტრადიციებსა და კლასიკურ სტანდარტებს.[2]

ანიეს ვარდა 2009 წელს

კინო-კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვარდას ფილმი, "La Pointe Courte", არაოფიციალურად, თუმცა, ფართოდ, ითვლება ფრანგული ახალი ტალღის პირველ ფილმად. ეს იყო ერთ-ერთი პირველი ფილმი, რომელშიც მან ფოკუსირება მოახდინა „ჩვეულებრივი“ ადამიანების პრობლემებზე. ერთხელ მან თქვა, რომ ის დაინტერესებულია არა იმ ადამიანებით, რომლებიც ძალაუფლებას ფლობენ, არამედ უბრალო ხალხით, რომლებიც საკუთარი ცხოვრებისთვის იბრძვიან.[3]

1977 წელს, ვარდამ საკუთარი კინოკომპანია, Cine-Tamaris დააარსა, იმისთვის, რომ უფრო მეტი თავისუფლება ჰქონოდა გადაღებასა და მონტაჟში. 2013 წელს, ლოს-ანჯელესის შტატის ხელოვნების მუზეუმმა ანიეს ვარდას პირველი ამერიკული გამოფენა მოაწყო, სახელად „ანიეს ვარდა კალიფორნიალენდში“. გამოფენა შეიცავდა სკულპტურულ ინსტალაციებს, რამდენიმე ფოტოსა და მოკლემეტრაჟიან ფილმებს. გამოფენა შთაგონებული იყო იმ დროით, რომელიც ვარდამ ლოს-ანჟელესში გაატარა 1960-იან წლებში.

სტილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვარდას ფილმების პროტაგონისტების უმრავლესობა სოციუმის მარგინალიზებული ან უკუგდებული წევრია.

ფრანგული ახალი ტალღის როგორც ბევრი სხვა რეჟისორი, ვარდაც იყო „Auteur Theory“-ს გავლენის ქვეშ. მან შექმნა თავისი უნიკალური სტილი, კამერის „კალამივით“ გამოყენებით. ვარდა თავის ამ მეთოდს "cinécriture“-ს (კინემატოგრაფიული წერა ან "ფილმის წერა") უწოდებს. როგორც თავად ამბობს, რეჟისორი, სცენარისტი და ოპერატორი შეთანხმებულად უნდა მუშაობდნენ და ორიენტირებულები უნდა იყვნენ ფილმის ძირითად მესიჯზე.[4]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სრულმეტრაჟიანი ფილმები

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1955 „პუენტ-კურტი“ La Pointe Courte რეჟისორი, სცენარისტი
1962 „კლეო 5-დან 7-მდე“ Cléo de 5 à 7 რეჟისორი, სცენარისტი
1965 „ბედნიერება“ La Bonheur რეჟისორი, სცენარისტი
1966 „არსებები“ Les Créatures რეჟისორი, სცენარისტი
1967 „ვიეტნამიდან შორს“ Loin du Vietnam თანარეჟისორი
1969 „ლომებს უყვართ“ Lions Love რეჟისორი, სცენარისტი, პროდუსერი
1975 „დაგეროტიპი“ Daguerréotypes რეჟისორი, სცენარისტი
1977 „ერთი მღერის, მეორე არა“ L'Une chante, l'autre pas რეჟისორი, სცენარისტი
1981 „დოკუმენტური“ Documenteur რეჟისორი, სცენარისტი
1985 „ვაგაბონდი“ Sans toit ni loi რეჟისორი, სცენარისტი, მემონტაჟე
1988 „ჯეინ ბ. ანიეს ვ.-ს მიერ“ Jane B. par Agnes V. რეჟისორი, სცენარისტი, მემონტაჟე
1988 „პატარა სიყვარული“ Le petit amour რეჟისორი, სცენარისტი
1975 „ჟაკო ნანტიდან“ Jacquot de Nantes რეჟისორი, სცენარისტი
1993 „ახალგაზრდა გოგონები 25 წლის გახდნენ“ Les Demoiselles ont eu 25 ans რეჟისორი, სცენარისტი
1994 „ასერთი ღამე“ Les Cent et une nuits de Simon Cinéma რეჟისორი, სცენარისტი
1995 „ჟაკ დემის სამყარო“ L'univers de Jacques Demy რეჟისორი, სცენარისტი
2000 „ხორბლის ამკრეფები და მე“ Les Glaneurs et la glaneuse რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი, მემონტაჟე
2002 „ხორბლის ამკრეფები და მე: ორი წლის შემდეგ“ Les Glaneurs et la glaneuse... deux ans après რეჟისორი, სცენარისტი
2004 „Cinévardaphoto“ Cinévardaphoto რეჟისორი, სცენარისტი
2006 „ნოიმუტეს ფანჯრები“ Quelques veuves de Noirmoutier რეჟისორი, სცენარისტი
2008 „ანიესის სანაპიროები“ Les plages d'Agnès რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი
2017 „სახეები, ადგილები“ Visages Villages რეჟისორი
2019 „ვარდა ანიესის მიერ“ Varda par Agnès რეჟისორი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]