ანდერს ლინდეგორი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანდერს ლინდეგორი
Anders Lindegaard
STOP nuvola.svg
ეს თარგი აღარ გამოიყენება. გთხოვთ იხილოთ თარგი:ინფოდაფა ფეხბურთელის ბიოგრაფია ახალი სტანდარტების შესაბამისად.
Anders Lindegaard.jpg
პირადი მონაცემები
სრული სახელი ანდერს როზენკრანც ლინდეგორი
დაბ. თარიღი 13 აპრილი 1984
დაბ. ადგილი    დირუპი, დანია
სიმაღლე 1.93 მ[1] სმ.
პოზიცია მეკარე
საკლუბო ინფორმაცია
ამჟ. კლუბი მანჩესტერ იუნაიტედი
ნომერი 13
ახალგაზრდობის კლუბები
2001-03 ოდენსე
პროფესიული კლუბები1
წლები კლუბი მატჩი (გოლი)*
2003-09 ოდენსე 6(0)   
2008 კოლდინგი(იჯარა) 10(0)   
2009-10 ოლესუნი 56(0)   
2010- მანჩესტერ იუნაიტედი 8(0)   
ეროვნული ნაკრები2
2002 დანია U19 2(0)
2003 დანია U20 4(0)
2010- დანია 5(0)


2 ეროვნულ მატჩებში მონაწილეობა და გოლები სწორია
თარიღით 17:05, 26 დეკემბერი 2011 (GMT).
* მატჩებში მონაწილეობა (გოლები)

ანდერს როზენკრანც ლინდეგორი (დ. 13 აპრილი, 1984) — დანიელი ფეხბურთელი, „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და დანიის ეროვნული ნაკრების მეკარე.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება]

ოდენსე[რედაქტირება]

ანდერს ლინდეგორი დაიბადა დირუპში, ოდენსეს გარეუბანში.[2] მან საფეხბურთო კარიერა დანიის სუპერლიგის გუნდ „OB“-ში დაიწყო. მისი დებიუტი დანიის სუპერლიგაში „სილკებორგთან“ 3-1 მოგებულ შეხვედრაში შედგა 2006 წლის 19 ნოემბერს.[3] მან თავისი პირველი მატჩი UEFA-ს ტურნირებში მაკედონიურ „რაბოტნიჩკის“ წინააღმდეგ ჩაატარა 2009 წლის 30 ივლისს, სადაც მისმა გუნდმა 4-3 გაიმარჯვა.[4] ლინდეგორი „ოდენსეში“ ყოფნის უმეტეს ნაწილს სათადარიგოთა სკამზე ატარებდა, არეკ ონიშკოს რეზერვად. ამიტომაც ის იჯარის წესით გაასხვისეს „კოლდინგში“, სადაც პირველ ოთხ შეხვედრაში დამარცხების შემდეგ ლინდეგორის გუნდმა 10 შეხვედრა წაუგებლად ჩაატარა.[5] მას შემდეგ, რაც 2009 წლის ივნისში ყოფილ ცოლთან დაკავშირებული სკანდალის გამო ონიშკო „ოდენსედან“ გაუშვეს, ანდერსი გუნდის ძირითადი მეკარის მთავარ კანდიდატურად განიხილებოდა,[6] თუმცა გუნდში როი კეროლის მოსვლის შემდეგ ლინდეგორი იძულებული გახდა ოდენსე დაეტოვებინა. [7]

ოლესუნი[რედაქტირება]

2009 წელს ლინდეგორი შეუერთდა ნორვეგიულ კლუბ „ოლესუნს“. თავიდან ანდერსი იჯარის წესით იყო ამ გუნდში, შემდეგ კი ოფიციალურად გახდა მისი წევრი. 2009 წელს მან გუნდთან ერთად მოიგო ნორვეგიის თასი. 2010 წელს ლინდეგორი გახდა დანიისა და ნორვეგიის წლის საუკეთესო მეკარე.

მანჩესტერ იუნაიტედი[რედაქტირება]

2010-11[რედაქტირება]

2010 წლის ნოემბრის დასაწყისში ცნობილი გახდა იმის შესახებ, რომ ინგლისური კლუბი „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაინტერესებული იყო ლინდეგორის ყიდვით. თუმცა, მაშინ დანიის ეროვნული ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მეკარემ, პეტერ შმეიხელმა განაცხადა, რომ ანდერსი პრემიერ ლიგაში სათამაშოდ ჯერ მზად არ იყო.[7] 2010 წლის 23 ნოემბერს გაცხადდა, რომ „მანჩესტერის“ მთავარი მწვრთნელი, სერ ალექს ფერგიუსონი აპირებდა ლინდეგორი უახლოეს 2-3 კვირაში ოფიციალურად გაეფორმებინა.[8] 27 ნოემბერს ანდერსი შეუერთდა „იუნაიტედს“ და გუნდთან 3.5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. დაუზუსტებელი ინფორმაციით ეს ტრანსფერი 3.5 მილიონი გირვანქა დაჯდა. [9] ის ახალ გუნთან ერთად მთელი დეკემბერი ვარჯიშობდა, თუმცა თამაშის უფლება არ მიეცა მანამ, სანამ სატრანსფერო ფანჯარა არ გაიღო 2011 წლის 1 იანვარს. ლინდეგორი პრემიერ ლიგაში ოფიციალურად 2011 წლის 6 იანვარს დარეგისტრირდა და გუნდში 34 ნომრიანი მაისური მიიღო.[10]

29 იანვარს შედგა ლინდეგორის დებიუტი „მანჩესტერში“, ინგლისის თასზე „საუთჰემპტონთან“ 2-1 მოგებულ შეხვედრაში.[11] თავისი პირველი მატჩი „ოლდ ტრაფორდზე“ ანდერსმა 19 თებერვალს ითამაშა კვლავ ინგლისის თასზე, სადაც „იუნაიტედმა“ 1-0 დაამარცხა „კროული თაუნი“.[12] მარტში მან მუხლზე გადაიტანა ქირურგიული ჩარევა, რის გამოც 5 კვირის განმავლობაში თამაში ვერ შეძლო.[13]

16 მაისს ლინდეგორმა ითამაშა „მანჩესტერის“ რეზერვისტების შემადგენლობაში მანჩესტერის დიდი თასის ფინალში „ბოლტონ უანდერსის“ რეზერვისტების წინააღმდეგ, რომელიც იუნაიტედის 3-1 გამარჯვებით დასრულდა.[14]

2011-12[რედაქტირება]

14 სექტემბერს ლინდეგორმა პირველად ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე „ბენფიკას“ წინააღმდეგ. მატჩი 1-1 დასრულდა, ხოლო ლინდეგორმა არაერთ მომენტში იხსნა თავისი გუნდი გოლისგან. თუმცა, სერ ალექს ფერგიუსონმა თავისი არჩევანი არ შეცვალა და პრემიერ ლიგის მომდევნო შეხვედრაში „ჩელსის“ წინააღმდეგ კვლავ დავიდ დე ხეა ათამაშა. კითხვაზე, თუ რას იტყოდა ძირითად შემადგენლობაში მოხვედრაზე, ლინდეგორმა უპასუხა:

ვიკიციტატა
„რა პასუხს ელით ამ შეკითხვაზე? ათასჯერ მითქვამს, რომ აქ ცხვირის საჩიჩქნად არ მოვსულვარ.“

[15] 18 ოქტომბერს ლინდეგორმა მეორე შეხვედრა ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე „ოცელულის“ წინააღმდეგ, რომელშიც მანჩესტერ იუნაიტედმა 2-0 გაიმარჯვა.

2011 წლის 1 ოქტომბერს ლინდეგორმა სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა პრემიერ ლიგაში „ნორიჯის “ წინააღმდეგ. ეს შეხვედრა „მანჩესტერმა“ ოლდ ტრაფორდზე 2-0 მოიგო. ანდერსმა თავისი მშრალი სერია გააგრძელა პრემიერ ლიგის კიდევ ოთხ შეხვედრაში: სახლში „სანდერლენდთან“ 1-0 მოგებულ შეხვედრაში 5 ნოემბერს, სტუმრად „ასტონ ვილასთან“ 1-0 მოგებულ მათჩში 3 დეკემბერს, ასევე 5-0 მოგებულ თამაშებში „ფულჰემთან “ და „უიგანთან“. მისი ეს სერია 4 იანვარს დასრულდა, როდესაც „ნიუკასლმა“ „მანჩესტერი“ 3-0 დაამარცხა. 1 კვირის შემდეგ ლინდეგორმა ითამაშა თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი, „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ, სადაც იუნაიტედმა 3-2 გაიმარჯვა. მან კარის მშრალად შენახვა შეძლო „ბოლტონის“ წინააღმდეგ 3-0 მოგებულ თამაშშიც.[16] 30 იანვარს მან ვარჯიშზე დაიზიანა კოჭი, რის გამოც მოუხდა გამოეტოვებინა თამაში მომდევნო დღეს „სტოკის“ წინააღმდეგ, რომელშიც ასევე ვერ თამაშობდა დავიდ დე ხეა, ასე რომ ახალგაზრდა ბენ ამოსს მოუხდა კარის დაცვა. იმავე კვირაში სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა, რომ ლინდეგორი 4-5 კვირა თამაშს ვერ შეძლებდა და ის ვერ ჩაატარებდა მატჩს „უესტ ბრომვიჩთან “ შეხვედრამდემდე.

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება]

ლინდეგორს ნათამაშები აქვს დანიის 19 წლამდელთა, 20 წლამდელთა და ეროვნულ ნაკრებებში. მისი დებიუტი U19 ნაკრებში 2002 წლის სექტემბერში შედგა. მან ითამაშა U19 ევროპის ჩემპინატის საკვალიფიკაციო ეტაპზე შვეიცარიის წინააღმდეგ.[4] ჯამში მან ამ ნაკრებში 6 შეხვედრა ჩაატარა.

მას დებიუტი ეროვნულ ნაკრებში ევრო 2012-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჰქონდა ისლანდიის წინააღმდეგ 2010 წლის 7 სექტემბერს, რომელიც დანიამ 1-0 მოიგო.[17][18] 2010 წლის 8 ოქტომბერს დანია პორტუგალიას დაუპირისპირდა. მაშინ როდესაც დანიელები 2-0 მარცხდებოდა, მთავარი მეკარე, ტომას სორენსენი დაშავდა და მის ნაცვლად მოედანზე ლინდეგორი შევიდა. მან არაერთხელ იხსნა თავისი გუნდი, თუმცა 85 წუთზე გოლი მაინც გაუშვა კრიშტიანუ რონალდუსგან. შეხვედრა 1-3 დასრულდა. ანდერსმა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო თამაში ევრო 2012-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსის წინააღმდეგ და კარი მშრალად შეინახა, ამ თამაშში დანიელებმა 2-0 გაიმარჯვეს.

სტატისტიკა[რედაქტირება]

საკლუბო სტატისტიკა[რედაქტირება]

კლუბი სეზონი ლიგა თასი ლიგის თასი ევროტურნირი სხვა[nb 1] ჯამში
თამაში გოლი თამაში გოლი თამაში გოლი თამაში გოლი თამაში გოლი თამაში გოლი
ოდენსე 2003–04 0 0 0 0 0 0 0 0
2004–05 0 0 0 0 0 0 0 0
2005–06 0 0 0 0 0 0
2006–07 1 0 0 0 0 0 1 0
2007–08 1 0 0 0 0 0 1 0
კოლდინგი(იჯარა) 2008–09[5] 10 0 0 0 10 0
ოდენსე 4 0 0 0 2 0 6 0
ჯამში 6 0 0 0 2 0 8 0
ოლესუნი 26 0 3 0 29 0
ოლესუნი 30 0 1 0 2 0 1 0 34 0
ჯამში 56 0 4 0 2 0 1 0 63 0
მანჩესტერ იუნაიტედი 2010–11 0 0 2 0 0 0 0 0 0 0 2 0
2011–12 8 0 1 0 0 0 2 0 0 0 11 0
2012–13 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
ჯამში 8 0 3 0 0 0 2 0 0 0 13 0
ჯამში კარიერაში 70 0 7 0 0 0 6 0 1 0 84 0

სტატისტიკა განახლებულია 2012 წლის 22 იანვრის მონაცემებით[19]

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება]

დანიის ეროვნული ნაკრები
წელი მატჩი გოლი
2010 4 0
2011 1 0
ჯამში 12 0

სტატისტიკა განახლებულია 2011 წლის 4 დეკემბრის მონაცემებით[20]

ტიტულები[რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება]

ოლესუნი
მანჩესტერ იუნაიტედი

ინდივიდუალური[რედაქტირება]

შენიშვნა[რედაქტირება]

  1. შეიცავს სხვა გათამაშებებს, მათ შორის ფეხბურთის ლიგის ჩემპიონატის პლეი-ოფებს, ინგლისის სუპერთასს, უეფა-ს ინტერტოტოს თასს, უეფა-ს სუპერთასს, ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Anders Lindegaard. PremierLeague.com. Premier League. წაკითხვის თარიღი: 27 March 2011.
  2. Portræt: Fra dansk reserve til keeper i gigantklub“, POLITIKEN.DK, POLITIKEN, 18 November 2010. წაკითხვის თარიღი: 27 March 2011. (Danish) 
  3. Anders Lindegaard OB Statistics (Danish). danskfodbold.com. წაკითხვის თარიღი: 27 March 2011.
  4. 4.0 4.1 Anders Lindegaard. UEFA.com. Union of European Football Associations. წაკითხვის თარიღი: 24 November 2010.
  5. 5.0 5.1 Johnsen, Thomas. (25 November 2008)Lindegaard tabt for KFC? (Danish). jv.dk. Jydske Vestkysten. ციტატა: „KFC har ellers ikke tabt en eneste af de ti kampe, hvor Lindegaard har vogtet målet... [KFC had not lost any of the ten games, where Lindegaard had guarded the net...]“ წაკითხვის თარიღი: 28 November 2010.
  6. OB har Areks afløser klar. bold.dk. წაკითხვის თარიღი: 26 November 2010.
  7. 7.0 7.1 Ian Ladyman. (23 November 2010)Peter Schmeichel: Anders Lindegaard is not a Manchester United No 1. Daily Mail. დაარქივებულია ორიგინალიდან 24 November 2010-ში. წაკითხვის თარიღი: 23 November 2010.
  8. Man Utd close to Anders Lindegaard signing“, BBC Sport, 23 November 2010. წაკითხვის თარიღი: 24 November 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან 25 November 2010-ში. 
  9. Man Utd complete Anders Lindegaard signing“, BBC Sport, British Broadcasting Corporation, 27 November 2010. წაკითხვის თარიღი: 27 November 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან 25 November 2010-ში. 
  10. Hibbs, Ben. “Lindegaard gets no.34“, ManUtd.com, Manchester United, 6 January 2011. წაკითხვის თარიღი: 7 January 2011. 
  11. Anders Lindegaard does not want Manchester United's No1 shirt. Guardian (31 January 2011). წაკითხვის თარიღი: 12 April 2011.
  12. Stuart Mathieson. (21 February 2011)Anders Lindegaard: United weren't good enough. Manchester Evening News. წაკითხვის თარიღი: 12 April 2011.
  13. Gemma Thompson. (15 March 2011)Anders set for knee op. Man Utd.com. წაკითხვის თარიღი: 12 April 2011.
  14. First Team: Anders Lindegaard. ManUtd.com. Manchester United. წაკითხვის თარიღი: 16 December 2011.
  15. Ian Herbert. (15 September 2011)Ferguson snaps over 'stupid' query about De Gea omission. Independent.co.uk. წაკითხვის თარიღი: 15 September 2011.
  16. Michael Qureshi. (14 January 2012)Nu er Lindegaard nummer 1. Sporten.dk. წაკითხვის თარიღი: 15 January 2012.
  17. Man Utd eye Lindegaard as Van der Sar successor. ESPN soccernet (4 October 2010). წაკითხვის თარიღი: 23 November 2010.
  18. Peter Bruun. (7 September 2010)Last-gasp Kahlenberg crushes Iceland. UEFA.com. Union of European Football Associations. წაკითხვის თარიღი: 24 November 2010.
  19. Endlar, Andrew. Anders Lindegaard. StretfordEnd.co.uk. წაკითხვის თარიღი: 9 July 2011.
  20. Anders Lindegaard International. National-Football-Teams.com. წაკითხვის თარიღი: 4 December 2011.