ანატოლი ლუგანოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანატოლი ლუგანოვი
დაბ. თარიღი 30 დეკემბერი, 1926(1926-12-30)[1] [2]
დაბ. ადგილი Q37899991?, Samara Uyezd, სამარის გუბერნია, რსფსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 1 მარტი, 2015(2015-03-01)[3] (88 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი
დასაფლავებულია ტროეკუროვის სასაფლაო
მოქალაქეობა  სსრკ
 რუსეთი
საქმიანობა ფიზიკოს-თეორეტიკოსი[4] და პოლიტიკოსი
მუშაობის ადგილი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტი, Institute for High Energy Physics და მოსკოვის ფიზიკისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტი
ალმა-მატერი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მგუ-ს ფიზიკის ფაკულტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, ლენინის ორდენი, სოციალისტური შრომის გმირი, საპატიო ნიშნის ორდენი, ორდენი „მამულის წინაშე დამსახურებისათვის“ მე-2 ხარისხი, ორდენი „მამულის წინაშე დამსახურებისათვის“ მე-3 ხარისხი, ლენინური პრემია, მეგობრობის ორდენი[5] , „ვლადიმერ ილიას ძე ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავი“ საიუბილეო მედალი, Order of the Yugoslav Flag, პოლარული ვარსკვლავის ორდენი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის საპატიო სიგელი, Lyapunov Prize და Commander of the Cross of the Order of Merit of the Republic of Poland

ანატოლი ალექსის ძე ლოგუნოვი (რუს. Анато́лий Алексе́евич Логуно́в; დ. 30 დეკემბერი, 1926, სოფელი ობშაროვკა, სამარის ოლქი, რსფსრ — გ. 1 მარტი, 2015, მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია) — რუსი ფიზიკოსი-თეორეტიკოსი. სსრკ და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიების აკადემიკოსი (1972; წევრ-კორესპოდენტი 1968), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1974–91), მეცნიერების ორგანიზატორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი (1996). ფიზიკა-მათიკის მეცნიერებათა დოქტორი (1959), პროფესორი (1961).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1951 წელს დაამთავრა მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური ფაკულტეტი, სადაც 1956 წლამდე გააგრძელა მუშაობა. ეწეოდა აქტიურ სამეცნიერო-ორგანიზატორულ საქმიანობას. 1974-2015 წლებში იყო მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის (IHEP, პროტვინო) დირექტორი და სამეცნიერო ხელმძღვანელი, 1977-1992 წლებში — მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.

ლუგანოვის სამეცნიერო ინტერესების სფეროა ველების კვანტური (მ. შ. აქსიომატური) თეორია, მაღალი ენერგიების ფიზიკა, გრავიტაციის თეორია. ა. თავხელიძესთან, ლ. სოლოვიოვთან, ნ.ჩერნიკოვთან და სხვებთან ერთად შეიმუშავა ახ. მიდგომა და გამოიყვანა დისპერსიული თანაფარდობები ელემენტარული ნაწილაკების მონაწილეობით მიმდინარე პროცესებისთვის. ა. თავხელიძესთან და ლ. სოლოვიოვთან ერთად, გამოიყვანა სასრული ენერგიებისთვის ჯამთა შესაბამისი წესები, რაც შემდგომში გახდა დუალურობის კონცეფციისა და სიმთა თეორიის საფუძველი; მ. მესტვირიშვილთან და სხვებთან ერთად წამოაყენა პრინციპულად ახ. მიდგომა მაღალენერგეტიკული არადრეკადი პროცესების კვლევებში – ინკლუზიური გაზომვის, ანუ ინკლუზიური რეაქციის კონცეფცია. ა. თავხელიძესთან ერთად შეიმუშავა ახალი მეთოდი ორი რელატივისტური ნაწილაკის ამოცანის შესასწავლად.

ლუგანოვი არის სამეცნიერო ნაშრომების, მონოგრაფიებისა და რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორი და თანაავტორი; არის სახელმწიფო (1973; ა. თავხელიძესთან და სხვებთან ერთად), ასევე მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო პრემიის ლაურეატი. მჭიდრო სამეცნიერო ურთიერთობა ჰქონდა მრავალ ქართველ ფიზიკოსთან.

მიღებული აქვს სსრკ და სხვა ქვეყნების სახელმწიფო ჯილდოები.

შრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Релятивистская теория гравитации, М., 1989 (თანაავტ. М.А.Мествиришвили);
  • Общие принципы квантовой теории поля, М., 2006 (თანაავტ.);
  • Релятивистская теория гравитации, М., 2012.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Анатолий Алексеевич Логунов. К 70-летию со дня рождения. Протвино,1996;
  • Герштейн С. С., Академик А. А. Логунов. Траектория жизни, Наукоград, 2015.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]