ანა შვარცი
ანა იაკობსონ შვარცი | |
---|---|
შვარცი 2007 წელს | |
დაბადების თარიღი |
11 ნოემბერი, 1915 ნიუ-იორკი, აშშ |
გარდაცვალების თარიღი |
21 ივნისი, 2012 ნიუ-იორკი, აშშ |
განათლება |
ბარნარდის კოლეჯი კოლუმბიის უნივერსიტეტი |
მეუღლე(ები) |
ისააკ შვარცი 4 შვილი |
ანა იაკობსონ შვარცი (ინგლ. Anna Schwartz; დ. 11 ნოემბერი, 1915 — გ. 21 ივნისი, 2012) — ამერიკელი ეკონომისტი, რომელიც მუშაობდა ეკონომიკური კვლევების ეროვნულ ბიუროში ნიუ-იორკში. ამერიკელმა ეკონომისტმა და New York Times-ის მიმომხილველმა პოლ კრუგმანმა ანა შვარცი მოიხსენია, როგორც „მონეტარული პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე ღრმად მცოდნე პროფესიონალი“. შვარცს ყველაზე დიდი აღიარება მოუტანა მილტონ ფრიდმანთან ერთად შექმნილმა ნაშრომმა „აშშ-ის მონეტარული პოლიტიკის ისტორია, 1867–1960“,რომელიც 1963 წელს გამოიცა. წიგნში ავტორები დიდი დეპრესიის გამომწვევ მთავარ მიზეზად ფედერალურ სარეზერვო სისტემას თვლიდნენ. ის აგრეთვე იყო დასავლეთის საერთაშორისო ეკონომიკური ასოციაციის პრეზიდენტი 1988 წელს.
ადრეული ცხოვრება და განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანა იაკობსონ შვარცი დაიბადა 1915 წლის 11 ნოემბერს ნიუ-იორკში პაულინ და ჰილელ იაკობსონების ოჯახში[1]. 18 წლის ასაკში დაამთავრა „Phi Beta Kappa“ ბერნარდის კოლეჯში და 1935 წელს, 19 წლისამ უკვე ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი მოიპოვა კოლუმბიის უნივერსიტეტში[2]. ეკონომისტის კარიერა და პროფესიული მოღვაწეობა მან ერთი წლის შემდეგ დაიწყო. 1936 წელს დაქორწინდა ისააკ შვარცზე, რომელიც იყო ფინანსური ოფიცერი და ასევე კოლუმბიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. მათ ოთხი შვილი შეეძინათ. 1940 წელს, გაზეთში „ეკონომიკის და სტატისტიკის მიმოხილვა“ გამოქვეყნდა მისი პირველი სტატია „ბრიტანული აქციების ფასები“, რომელიც არტურ გეიერთან და ისაია ფინკელშტეინთან ერთად დაწერა. 1964 წელს მოიპოვა დოქტორის ხარისხი კოლუმბიის უნივერსიტეტში[1].
ეკონომიკური კვლევის ეროვნული ბიურო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1941 წელს ის შეუერთდა ეკონომიკური კვლევის ეროვნული ბიუროს ჯგუფს და მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე ამ ორგანიზაციის ნიუ-იორკის ფილიალში მუშაობდა. ამდროს ბიურო ბიზნეს ციკლის შესწავლითი პროცესებით იყო დაკავებული. მიუხედავად იმისა, რომ ანა სწავლებითი პროცესით მხოლოდ მცირე ხნის განმავლობაში იყო დაკავებული, მაინც შეძლო აქტიურად გაეზიარებინა თავისი მიდგომა ეკონომიკური პროცესების შესწავლისადმი, რაც მდგომარეობდა იმაში, რომ აწმყოში მიმდინარე მოვლენების უკეთ გასაგებად საჭირო იყო შეესწავლათ მაგალითები, რომლითაც უხვად გვამარაგებდა ისტორია.
ზრდა და რყევები ბრიტანულ ეკონომიკაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არტურ გეიერთან და უოლტ უიტმენ როსტოუსთან თანამშრომლობის შედეგად ანა შვარცმა შექმნა მონუმენტური ნაშრომი „ბრიტანეთის ეკონომიკის ზრდა და რყევები, 1759–1859: ბრიტანეთის ეკონომიკური განვითარების ისტორიული, სტატისტიკური და თეორეტიკული მიმოხილვა. წიგნის გამოცემის პროცესი შეაფერხა მეორე მსოფლიო ომმა, ამიტომ ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა 1953 წელს ორ ტომად გამოქვეყნებული ნაშრომის სახით და მაშინვე მოიპოვა იმდროინდელი სწავლულებისგან აღიარება[3]. წიგნი ხელახლა დაიბეჭდა 1975 წელს.
ფინანსური რეგულაციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანამ მოსაზრება შეიცვალა ფინანსურ რეგულაციებზე. ეკონომისტები, ბანკირები და პოლიტიკოსები დიდი ხნის განმავლობაში განიხილავდნენ ფინანსური სტაბილურობის თემას. შვარცმა 1970-იან და 80-იან წლებში გამოქვეყნებულ კვლევებში ხაზი გაუსვა ფასების დონის მდგრადობის მნიშვნელოვნებას ფინანსური სისტემების სტაბილურობაში. წინა ორი საუკუნის მაგალითებმა ანას აჩვენა, რომ ბიზნესის წარუმატებლობა მნიშვნელოვან ზეგავლენას არ მოახდენდა ეკონომიკაზე, თუ აღკვეთილი იქნებოდა ამ შედეგების გავრცელება ფინანსურ ბაზრებზე. აგრეთვე თვლიდა, რომ კერძო სტრუქტურების გაკოტრების შემთხვევაში მთავრობას არ უნდა დაეფინანსებინა ისინი გადასახადების გადამხდელთა ჯიბეებიდან. 1981 წელს დამსახურებული აღიარება მოიპოვა იმ წვლილისათვის, რომელიც ეკონომიკის განვითარებაში შეიტანა აშშ-ის ოქროს საცავის დირექტორობისას[4].
შემდგომი მოღვაწეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2002 წლიდან 2003 წლამდე შვარცი საერთაშორისო ატლანტიკური ეკონომიკური საზოგადოების პრეზიდენტი იყო[5]. 2007 წელს არჩეულ იქნა ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის დოქტორად. ხოლო 2007 წლის შემდეგ მისი ინეტრესის სფერო გახდა აშშ-ის ჩარევის შედეგების შესწავლა უცხოურ სავლუტო ბაზარზე, რისთვისაც ის იყენებდა ფედერალური სარეზერვო სისტემის მონაცემებს 1962 წლიდან. ჯამში ანა შვარცმა კარიერის განმავლობაში დაწერა 9 წიგნი და გამოაქვეყნა ასამდე სტატია და კომენტარი[6].
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანა იაკობსონ შვარცი 2012 წლის 21 ივნისს 96 წლის ასაკში გარდაიცვალა საკუთარ სახლში მანჰეტენზე. მეუღლესთან 60-წლიანი თანაცხოვრების შედეგად დარჩა 4 შვილი (ჯონათანი, ჯოელი, ნაომი და პაულა), 7 შვილიშვილი და 6 შვილთაშვილი[7].
საპატიო ხარისხები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფლორიდის უნივერსიტეტი (1987)
- სტოუნჰილის კოლეჯი, მასაჩუსეტსი (1989)
- იონას კოლეჯი, ნიუ-იორკი (1992)
- რატგერზის კოლეჯი, ნიუ-ჯერსი (1998)
- ემორის უნივერსიტეტი, ჯორჯია (2000)
- უილიამსის კოლეჯი, მასაჩუსეტსი (2002 )
- ჩიკაგოს ლოიოლას უნივერსიტეტი (2003წ)
- სიტის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა, ლონდონი (2006)
წიგნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Monetary History of the United States, 1867–1960 (with Milton Friedman), 1963 ISBN 0-691-00354-8
- Monetary Statistics of the United States: Estimates, Sources, Methods (with Milton Friedman), 1970 ISBN 0-87014-210-0
- Growth and Fluctuations in the British Economy, 1790–1850: An Historical, Statistical, and Theoretical Study of Britain's Economic Development (with Arthur Gayer and Walt Whitman Rostow), 1953 ISBN 0-06-492344-4
- Money in Historical Perspective (with an introduction by Michael D. Bordo and Milton Friedman), 1987 ISBN 0-226-74228-8
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Monetarism Defiant, City Journal, Spring 2009 დაარქივებული 2009-04-30 საიტზე Wayback Machine.
- Major works of Anna J. Schwartz
- Schwartz's CV at the National Bureau of Economic Research
- Essay on A Monetary History of the United States
- The Great Depression and the Friedman-Schwartz Hypothesis
- "What Is the Money Supply", by Anna J. Schwartz. Concise Encyclopedia of Economics on Econlib 2008
- C-SPAN|annaschwartz
- Goodreads author|5000.Anna_Jacobson_Schwartz
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Lipsey, Robert. Anna Jacobson Schwartz. Jewish Women's Archive. ციტირების თარიღი: 28 August 2013.
- ↑ Anna Jacobson Schwartz | American economist en. ციტირების თარიღი: 5 July 2017.
- ↑ 1903-1951,, Gayer, Arthur D. (Arthur David), (1975). The growth and fluctuation of the British economy, 1790-1850 : an historical, statistical, and theoretical study of Britain's economic development, Schwartz, Anna J. (Anna Jacobson), 1915-2012,, Rostow, W. W. (Walt Whitman), 1916-2003,, New York: Barnes & Noble Books. ISBN 0064923444. OCLC 2066523.
- ↑ Anna Jacobson Schwartz | American economist en. ციტირების თარიღი: 6 July 2017.
- ↑ List of Presidents of the IAES. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 21, 2009. ციტირების თარიღი: 2010-01-31.. Accessed January 31, 2010.
- ↑ Registered Author: Anna Jacobson Schwartz. ციტირების თარიღი: 5 July 2017.
- ↑ Jr, Robert D. Hershey. Anna Schwartz, Economist Who Worked With Friedman, Dies at 96 (21 June 2012). ციტირების თარიღი: 4 July 2017.