ამიერკავკასიის საბჭოების V ყრილობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ამიერკავკასიის საბჭოების V ყრილობა (611 მაისი, 1929, თბილისი) — ამიერკავკასიის საბჭოების რიგით მეხუთე ყრილობა. ესწრებოდა 762 დელეგატი.

დღის წესრიგი:

  • ასფსრ მთავრობის საანგარიშო მოხსენება (შ. ელიავა);
  • მოხსენებები:
    • ამიერკავკასიის სახალხო მეურნეობის განვითარების ხუთწლიანი გეგმა (ს. ამბარცუმიანი),
    • ამიერკავკასიის სოფლის მეურნეობის განვითარების ღონისძიებები (მ. ჰუსეინოვი, დ. ბუნიათზადე და ა. ერზინკიანი),
    • ამიერკავკასიის დარაიონების შესახებ (ფ. მახარაძე);
  • ამიერკავკასიის საბჭოების IV ყრილობის შემდეგ მიღებული დეკრეტებისა და დადგენილებების დამტკიცება (ა. შავერდოვი),
  • საკონსტიციიო საკითხები (ა. დოლიძე);
  • ამიერკავკასიის სფსრ-ის ცაკის არჩევნები;
  • სსრ კავშირის საბჭოების V ყრილობის დელეგატთა არჩევნები.

ყრილობამ მოიწონა ასფსრ მთავრობის მოღვაწეობა საანგარიშო პერიოდში; დაამტკიცა სახალხო მეურნეობის განვითარების ხუთწლიანი გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა ელექტროენერგეტიკის, ქვანახშირის მრეწველობის, მეტალურგიის ქიმიური მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და სახალხო მეურნეობის სხვა დარგების განვითარებას; სპეციალური მოხსენებები მოისმინა მოსავლიანობის გაზრდის საკითხებზე, გაარკვია სოფლის ეკონომიკის ჩამორჩენილობის უმთავრესი მიზეზები და დასახა სოფლის მეურნეობის შემდგომი აღმავლობის ღონისძიებები — სოფლის მეურნეობის კოლექტივიზაცია, საირიგაციო-სამელიორაციო სამშაოთა დაჩქარება, სასოფლო-სამეურნეო იარაღის შემოტანა და სხვა. მიიღო დადგენილება მხარის ახალი ადმინისტრაციული დაყოფის (დარაიონების) შესახებ (რადგან არსებული სისტემა აღარ შეესაბამებოდა ქვეყნის სამეურნეო და პოლიტიკური განვითარების ამოცანებს).

ყრილობამ დაამტკიცა მთავრობის მიერ საანგარიშო პერიოდში მიღებული დადგენილებები, შეიტანა ზოგიერთი ცვლილება ასფსრ კონსტიტუციის ტექსტში, აირჩია ასფსრ ცაკი (287 წევრი და 175 კანდიდატი) და სსრ კავშირის საბჭოების V ყრილობის დელეგატები.

ამიერკავკასიის ცაკის სესიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სულ გაიმართა ამიერკავკასიის V მოწვევის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის სამი სესია:

  • ამიერკავკასიის ცაკის V მოწვევის პირველი სესია — 10.5.1929, თბილისი;
  • ამიერკავკასიის ცაკის V მოწვევის მეორე სესია — 23 - 26.1.1930, თბილისი;
  • ამიერკავკასიის ცაკის V მოწვევის მესამე სესია — 16 - 18.1.1931, თბილისი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 388.
  • Пятый Закавказский съезд Советов рабочих, крестьянских, красноармейских и краснофлотских депутатов : Бюллетень.... - Тифлис : ЗакЦИК, 1929;

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]