ამიერკავკასიის საბჭოების VII ყრილობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ამიერკავკასიის საბჭოების VII ყრილობა (1518 იანვარი, 1934, თბილისი) — ამიერკავკასიის საბჭოების რიგით მეშვიდე ყრილობა. ესწრებოდა 765 დელეგატი, მათ შორის: კომუნისტი — 559, უპარტიო — 206; ეროვნული შემადგენლობა: აზერბაიჯანელი — 174, ქართველი — 223, სომეხი — 166, რუსი — 112, ებრაელი — 32, აფხაზი — 13, ოსი —8 და სხვა.

დღის წესრიგი:

  • ასფსრ მთავრობის საანგარიშო მოხსენება (გ. მუსაბეკოვი);
  • მოხსენებები:
    • ამიერკავკასიაში მეცხოველეობის განვითარება (დ. ბუნიათზადე),
    • საგზაო მეურნეობის განვითარება (ნ. ილიუშინი)
    • ასფსრ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა (ს. თოდრია).
  • ამიერკავკასიის სფსრ-ის ცაკის არჩევნები;
  • სსრ კავშირის საბჭოების VII ყრილობის დელეგატთა არჩევნები.

ყრილობამ მოიწონა მთავრობის მოღვაწეობა საანგარიშო პერიოდში და მიიღო დადგენილება მრეწველობის, სოფლის მეურნეობის და კულტურული მშენებლობის შემდგომი განვითარების შესახებ. მეცხოველეობის განვითარების საკითხებზე მსჯელობისას დელეგატებმა აღნიშნეს, რომ მიუხედავად ბოლო წლებში მოპოვებული ერთგვარი წარმატებებისა, სოფლის მეურნეობის ეს მნშვნელვანი დარგი მაინც ჩამარჩენილი იყო. ყრილობამ დაავალა მთავრობას, უახლოეს ხანში შეემუშავებინა ამიერკავკასიაში მეცხოველეობის განვითარების გეგმა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საგზაო მშენებლობის საკითხებს. ამ საკითხზე მიღებულ დადგენილებაში დაისახა საგზაო მეურნეობათა ნაკლულევანებათა აღმოფხვრის ღონისძიებები, აღინიშნა, რომ სათანადო ორგანოებს უნდა ეზრუნათ საგზაო სპეციალისტების მომზადებაზე, მგზავრთა კულტურულ მომსახურების გაუმჯობესებასა და გზების გამწვანებაზე.

ყრილობამ იმსჯელა საკონსტიტუციო საკითხებზე და მიიღო დადგენილება ასფსრ კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებათა შეტანის შესახებ, აირჩია ასფსრ ცაკი 400 კაცის შემადგენლობით და სსრ კავშირის საბჭოების VII ყრილობის დელეგატები.

ამიერკავკასიის ცაკის სესიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სულ გაიმართა ამიერკავკასიის VII მოწვევის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის სამი სესია:

  • ამიერკავკასიის ცაკის VII მოწვევის პირველი სესია — 18.1.1935, თბილისი;
  • ამიერკავკასიის ცაკის VII მოწვევის მეორე სესია — 5.3.1935, თბილისი;
  • ამიერკავკასიის ცაკის VII მოწვევის მესამე სესია (3 სხდომა) — 5, 6, 7 თებერვალი, 1936, თბილისი[1][2].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თოიძე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 388.
  • VII Закавказский съезд Советов : Стенографический отчет. - Тифлис : Закгиз, 1935.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]